აკადემია

28/02/2020
პაპუნა ტაბაღუა: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი დაწინაურდეს „გაგრას“ მთავარ გუნდში“

შარშანდელ სეზონში „გაგრამ“ ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში აღზევება, სამაგიეროდ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ჩვენი გუნდის 19-წლამდელებს. ვერცხლის ლიგის 7-გუნდა ჩემპიონატში, რომელიც 3 წრედ გაიმართა, გაგრელებმა 15 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 მარცხი იწვნიეს. საბოლოო ჯამში, ვერცხლის ლიგა მოიგეს და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს. ეს დიდი წარმატება „გაგრას“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს პაპუნა ტაბაღუას სახელს…

05/06/2019
,,გაგრას” ორ ფეხბურთელს 17 წლამდელთა ნაკრებში უხმეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ  ს.კ ,,გაგრას” ფეხბურთელებს ლუკა ტორონჯაძეს და ნიკა კოკაიას უხმო. აქვე მოგახსენებთ,რომ 17 წლამდელთა ნაკრები  11 ივნისს 13:00-საათზე ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბება.

30/03/2019
19 წლამდელთა ლიგა – V ტური

ხვალ, 31 მარტს პაპუნა ტაბაღუას შეგირდები  19 წლამდელთა ლიგის V ტურში  ,,ვიტ ჯორჯია”-ს უმასპინძლებენ. მატჩი  შატილის სტადიონზე 14:00-ზე დაიწყება.          

10/11/2018
გაიცანით იაკობ იაძე, 15-წლამდე გუნდის კაპიტანი…

სახელი/გვარი: იაკობ იაძე ასაკი: 15 წლის ამპლუა: განაპირა ნახევარმცველი სიმაღლე: 180 სმ წონა: 62 კგ ასაკობრივი გუნდი: 15-წლამდე გაგრაშია: 2017 წლიდან რატომ ფეხბურთი? პატარაობიდანვე მიყვარს ფეხბურთი, სიარულიც ბურთთან ერთად დავიწყე და ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი მასთან კონტაქტით. ჩემი ოცნება იყო და არის გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი. სად დაიწყე თამაში და ვინ იყო პირველი მწვრთნელი? თამაში დავიწყე საბერძნეთში,…

22/10/2018
17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქეები დანია, რუსეთი და ესტონეთი იქნებიან. ჯგუფის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს, 27-ში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს. ნაკრების განაცხადში ორი გაგრელი, მცველი ნიკა კოკაია და ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე მოხვდა….

21/10/2018
19-წლამდე გაგრელები სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ…

19-წლამდე გაგრელებმა ოქროს ლიგის XII ტურის შეხვედრაში ბათიმის დინამო, ანგარიშით 7-1 დაამარცხეს და სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. გაგრა 7-1 დინამო ბთ | U19 ოქროს ლიგა გოლები: ობოლაძე 24’, 57’, რობაქიძე 26’, ივანიაძე 30’, 43’, მძევაშვილი 49’, არჩუაძე 80’ – ჯიჯავაძე 85’ გაგრა: ანდრიაძე, შიხაშვილი, ლაცაბიძე, დიდებაშვილი, არჩუაძე ©, კაკაბაძე, მაქაძე, რობაქიძე, ივანიაძე, ობოლაძე, მძევაშვილი სათადარიგო: შეყილაძე,…

20/10/2018
17-წლამდელებმა წაუგებელი მატჩების სერია 12-მდე გაზარდეს…

17-წლამდელებმა ბოლნისის სიონი გასვლით შეხვედრაშიც დაამარცხეს, 14 შეხვედრაში 34 ქულა დააგროვეს და პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. სიონი 0-2 გაგრა | U17 ვერცხლის ლიგა გოლები: ცირიკაშვილი, ფაჩულია გაგრა: საბიაშვილი, ზენაიშვილი, ლომჯარია, ბურდული, მურჯიკნელი, ხმალაძე, ნონიაშვილი (C), ზარარსიზი, ცირიკაშვილი, მაყაშვილი სათადარიგო: ნიკოლეიშვილი, აჭარაძე, ფაჩულია, ჩარბაძე, ჯახუტაშვილი, კოტაძე მთ. მწვრთნელი: ანზორ ცხვიტავა მწვრთნელი: ვალერი ღვინიაშვილი

09/10/2018
15 და 17-წლამდე გუნდებმა ვერცხლის ლიგის მატჩები მოიგეს

გაგრა 2-1 თელავი | 17-წლამდე ვერცხლის ლიგა გოლები (გაგრა): მაყაშვილი, ჯიშკარიანი გაგრა: საბიაშვილი, ლომჯარია, კოკაია, ჩარბაძე, ხმალაძე, ზენაიშვილი, ფაჩულია, ზარარსიზი, კოტაძე, მურჯიკნელი, მაყაშვილი (C) სათადარიგო: ჯიშკარიანი, ბურდული, ცირიკაშვილი, აღდგომელაშვილი, ბუთხუზი, ნონიაშვილი’ მთ. მწვრთნელი: ანზორ ცხვიტავა მწვრთნელი: ვალერი ღვინიაშვილი გაგრა 2-0 35 ს.ს | 15-წლამდე ვერცხლის ლიგა გოლები: თელია (2) გაგრა: საბიაშვილი, ამოევი, ხაპოევი, თამაზაშვილი, ჩუბინიძე,…

09/10/2018
ლუკა ტორონჯაძე 17-წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი 10 ოქტომბრიდან შეკრებას სასტუმრო „მოხალისეში“ გაივლის. 21 ოქტომბერს კი 17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გასამართად დანიაში გაემგზავრება. ჩვენი გუნდი ესტონეთის, რუსეთისა და მასპინძელი, დანიის 17-წლამდე ნაკრებ გუნდებთან ერთად მეექვსე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 24, 27 და 30 ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე,…

04/09/2018
15-წლამდე გუნდს ბრწყინვალე ქამბექამდე სულ ცოტა დააკლდა…

პირველი ნახევრის, 2-0 მარცხის შემდეგ გაგრელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს, მეორე ნახევარში მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და უკვე მე-60 წუთისთვის ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა კიდევ ბევრი მომენტის მიუხედავად გამარჯვების გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრაც ფრედ, 2-2 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან პირველი გოლი მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა შოთა ჯაშაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მისთვის გაგრაში ეს სადებიუტო მატჩი…