სიახლეები

08/01/2019
ს.კ გაგრა 9 იანვარს შეიკრიბება

ს.კ გაგრა  წინა სასეზონო მზადებას 9 იანვარს დაიწყებს. ჩვენი გუნდი 12 იანვარს ზამთრის თასის გათამაშებაში ჩაებმება, სადაც ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ნორჩი დინამოსა (10:00-ზე) და თბილისის ლოკომოტივის (11:30-ზე) წინააღმდეგ გამართავს.  ასევე დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრები, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ს.კ სპაერი (15 იანვარი), ს.კ კოლხი (18 იანვარი) , ს.კ სპაერი (21 იანვარი) , ს.კ გორი (26 იანვარი)

08/01/2019
ს.კ გაგრას 7 ახალწვეული ყავს!

გაცნობებთ,რომ ჩვენი კლუბი 2019 წლის სეზონისთვის 8 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა.     1. დავით კიკალიშვილი 2. ანდრო ნემსაძე 3. ცოტნე ჩოთალიშვილი 4. თენგიზ ბრეგვაძე 5. ლევან ბარაბაძე 6. დავით კერესელიძე 7. ნიკა ქორიძე

05/01/2019
ზამთრის თასი 2019 იწყება!

ზამთრის თასი 2019 იწყება! ტრადიციად ქცეულ, საახალწლო გათამაშებას , რომელიც 11,12 და 13 იანვარს გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და სამივე დღეს, გათამაშებაზე დასწრება, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. ჩვენი გუნდი გ ჯგუფში მოხვდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება : გაგრა ლოკომოტივი ნორჩი დინამო. აქვე შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი გაგრა ზამთრის თასის პირველი გამარჯვებულია, ჩვენი გუნდი ამ ტიტულს 2017

15/11/2018
გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია

ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში, გაგრამ, დავით პეტრიაშვილი არენაზე მეორეადგილოსან ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ გაგრელებს 5 წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, შეხვედრა მათი სრული უპირატესობით წარიმართა. უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად გაგრელებმა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და ქულას დასჯერდნენ. გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი (C), კასრელიშვილი, თ. გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი, პაპავა, მათიაშვილი, გ. გაფრინდაშვილი,

08/11/2018
გიორგი ივანიაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს…

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრებას იწყებს. 14-20 ნოემბერს გიორგი მიქაძის გუნდი თბილისში ისრაელის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოიყენებს, მათ შორისაა გაგრელი შემტევი გიორგი ივანიაძეც: მეკარეები დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ) მცველები ბექა

08/11/2018
გაგრა ფინალშია!

გაგრამ ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის დინამოს უმასპინძლა და 106-ე წუთზე, ვაჟა მათიაშვილის მიერ გატანილი გოლით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ისტორიაში მეორედ, გაგრა საქართველოს თასის ფინალში იასპარეზებს, კვლავ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლის სტატუსით. მეტოქე კვლავ ქუთაისის ტორპედოა, რომელიც გაგრამ, 2011 წელს, სევასტი თოდუას მიერ 115-ე წუთზე, საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო. გაგრა 1-0 დინამო თბილისი გოლი: 105+1′

29/10/2018
გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

ხვალ, 30 ოქტომბერს გაგრა ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურის შეხვედრაში თელავს უმასპინძლებს. ისტორიაში გუნდები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამივე შეხვედრა მიმდინარე სეზონში შედგა და იდენტური ანგარიშით, 1-1 დასრულდა. პირველად ეს გუნდები მესამე ტურში, თელავის გივი ჩოხელზე შეხვდნენ. თელაველები გიორგი ნიქაბაძემ, 22-ე წუთზე დააწინაურა, მის გოლს კი 70-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

25/10/2018
გაგრა სამგურალთან დამარცხდა…

მარტვილის სტადიონზე, როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული ბრძოლა გაჩაღდა. წყალტუბოს „სამგურალსა“ და „გაგრას“ ჰაერივით სჭირდებოდათ ქულები. გაგრელებს ეროვნულ ლიგაში ასასვლელად, წყალტუბოელებს კი ლიგა 2-ში დასარჩენად. მასპინძლები ამ თამაშამდე სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ და შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ. ისე გამოვიდა, რომ ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც „სამგურალმა“ წარმატებით დააგვირგვინა. შეიძლება ითქვას, რომ წყალტუბოელებმა სეზონის მატჩი ითამაშეს. ისინი

24/10/2018
სამგურალი – გაგრა | პრევიუ

წყალტუბოს „სამგურალისა“ და „გაგრას“ დაპირისპირება 2010 წლიდან იღებს სათავეს. სულ გუნდები 11 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 6 თამაში „გაგრამ“ მოიგო, 3 „სამგურალმა“, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 16:9 „გაგრას“ სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში „გაგრამ“ სამივე თამაში მოუგო მეტოქეს და შეეცდება ეს სასიამოვნო სტატისტიკა კიდევ გააგრძელოს. მით უფრო, რომ ჩემპიონატი ფინიშის სწორზე

22/10/2018
17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქეები დანია, რუსეთი და ესტონეთი იქნებიან. ჯგუფის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს, 27-ში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს. ნაკრების განაცხადში ორი გაგრელი, მცველი ნიკა კოკაია და ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე მოხვდა.