სიახლეები

22/10/2018
17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქეები დანია, რუსეთი და ესტონეთი იქნებიან. ჯგუფის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს, 27-ში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს. ნაკრების განაცხადში ორი გაგრელი, მცველი ნიკა კოკაია და ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე მოხვდა.

20/10/2018
პოკერი

გაგრამ 5:1 დაამარცხა მარტვილის მერანი და თავის აქტივში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა. დღეისთვის გაგრა 46 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პლეოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს. არადა მარტვილის მერანი ჩვენი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. საკმარისია ითქვას, რომ წლევანდელ სეზონში ოთხი შეხვედრიდან გაგრელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს. დღევანდელი მატჩი რატი ცაცკრიალაშვილის ბენეფისად გადაიქცა. რატიმ პოკერი შეასრულა, ოთხჯერ აიღო

18/10/2018
გაგრა-მერანი | პრევიუ

დავით პეტრიაშვილის სახელობის არენა ეროვნული ლიგა 2-ის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ელოდება. 28-ე ტურის მატჩში „გაგრა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს. ჩვენი გუნდისთვის ამ თამაშს ოქროს ფასი აქვს. თუ დენის ხომუტოვის გუნდი მოიგებს, მას აქვს შანსი მყარად დაიმკვიდროს ადგილი საპრიზო სამეულში. მარტვილელები კი ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვიან და ბუნებრივია, რომ იოლად არაფერს დათმობენ. საქმე ისე აეწყო, რომ „მერანი“ ჩვენებისთვის

18/10/2018
ეროვნული ლიგა 2: რატი ცაცკრიალაშვილი – მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი!

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთსო მოთამაშე გამოვლინდა რატი ცაცკრიალაშვილს კუთვნილი ჯილდო დავით მუჯირმა გადასცა ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ, გაგრას შემტევი და 12 გოლით, ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფი – რატი ცაცკრიალაშვილი დაასახელეს. 25 წლის ფებურთელს ჯილდო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – დავით მუჯირმა გადასცა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 12 გოლი რატიმ

15/10/2018
დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“

ფეხბურთის უკრაინელი სპეციალისტი დენის ხომუტორი „გაგრას“ 2017 წლიდან უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია. გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა და ეროვნული ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის. დენის ხომუტოვი 1979 წელს დონეცკში დაიბადა. დაამთავრა დონეცკის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უმაღლესი სასწავლებელი. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი (2 ვაჟი და ქალიშვილი). პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში 376 მატჩი

08/10/2018
თორნიკე გაფრინდაშვილი: „ცეკვა ერთგვარი რიტუალია“

მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როცა თორნიკე გაფრინდაშვილმა (ცაცი) მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ოსტატურად ჩამოიშორა მცველი და „შევარდენის“ მეკარე გიორგი ნადირაძისგან დაუცველ კუთხეში ჩასვა ბურთი – 0:2. „გაგრამ“ სანაკრებო შესვენებაზე წასვლის წინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „ვიტ ჯორჯიასთან“. „გაგრას“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ

29/09/2018
დენის ხომუტოვი: „ეს ქულა ბიჭებს თავდაჯერებულობას შეჰმატებს“

წლევანდელ სეზონში „გაგრა“ მესამედ შეხვდა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ და 4 ქულა აართვა. ეს კი, არცთუ ისე იოლი საქმეა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართულ მატჩს გაგრელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხების შემდეგ, გუნდს რეაბილიტაცია სჭირდებოდა. ბათუმის „დინამო“ ყველაზე უფრო ახლოს არის ეროვნულ ლიგაში აღზევებასთან. გია გეგუჩაძის გუნდი ორგანიზებულ და შემტევ ფეხბურთს ქადაგებს. ამიტომ

25/09/2018
გაგრა ლანჩხუთში დამარცხდა…

ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაამარცხა მეტოქე – 3:1. ამ გმარჯვებით ქობულეთელებმა სატურნირო მდგომარეობა კი გამოისწორეს, მაგრამ „გაგრას“ უკიდურესად გაურთულეს საქმე. თამაში ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ფეხბურთელებს გამარჯვების მისაღწევად ძალა არ დაუზოგავთ. „გაგრა“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს აკლდა ჩამშლელი ტიპის საყრდენი ნახევარმცველი კაკიაშვილი და

20/09/2018
„გაგრა“ მეოთხედფინალშია!

საფეხბურთო კლუბმა „გაგრა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში, მცხეთაში 2:1 დაამარცხა ვიტ ჯორჯია 2 და დამსახურებულად მოიპოვა ჩვენი ქვეყნის თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური. თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა და ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდა. გაგრელებმა 15 სექტემბერს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „ცხინვალი“ დაამარცხეს, დღეს სათასო შეხვედრა იყო, ხოლო 24 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ ქობულეთის „შუქურას“

15/09/2018
რატი ცაცკრიალაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

რატი ცაცკრიალაშვილი: „ბოლო თამაშებში ისე აეწყო, რომ გოლი არ გამიტანია და მოხარული ვარ, რომ დღეს ნავსი გატყდა. სტიმულიც მეტი მქონდა და ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციებიც გამოგვივიდა. პირველი გოლი, როცა საგოლე გადაცემა შევასრულე, სწორედ ვარჯიშზე დამუშავებული სტანდარტი იყო. კუთხურიდან გავათამაშეთ ბურთი, საჯარიმო მოედანში კილაძე შევნიშნე კარგ პოზიციაში, გადაცემა გავუკეთე და მანაც ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც ასევე დამუშავებული