სიახლეები

02/03/2020
გაგრა – დინამო (ზგ.) 0:0

ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში „გაგრამ“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა. გულშემატკივარმაც მოიკალათა ტრიბუნაზე და მუხიანის სპორტულ კომპლექსში საზეიმო გარემომ დაისადგურა. გაგრელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. მოედნის ცენტრში ბურთს უნარიანად აკონტროლებდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ შეტევის გადამწყვეტ ფაზაში ზუსტი დარტყმის განხორციელება უჭირდათ. რამდენიმე ეპიზოდში კი კარგად ითამაშა სტუმართა მეკარე მალხაზ ეხვაიამ. საბოლოო ჯამში, გუნდებმა…

28/02/2020
პაპუნა ტაბაღუა: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი დაწინაურდეს „გაგრას“ მთავარ გუნდში“

შარშანდელ სეზონში „გაგრამ“ ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში აღზევება, სამაგიეროდ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ჩვენი გუნდის 19-წლამდელებს. ვერცხლის ლიგის 7-გუნდა ჩემპიონატში, რომელიც 3 წრედ გაიმართა, გაგრელებმა 15 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 მარცხი იწვნიეს. საბოლოო ჯამში, ვერცხლის ლიგა მოიგეს და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს. ეს დიდი წარმატება „გაგრას“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს პაპუნა ტაბაღუას სახელს…

24/02/2020
გიორგი შანიძე: „მაქსიმალისტები ვიქნებით ყველაფერში“

2 მარტს სტარტს აიღებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ახალი სეზონი, პირველ ტურში „გაგრა“ მუხიანში ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს. ფეხბურთის მოყვარულები და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ წლევანდელი სეზონი ლიგა 2-ში უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება, ვიდრე შარშანდელი იყო. ამ მოსაზრებას თავისი ობიექტური არგუმენტები გააჩნია, წელს ლიგა 2-ში საინტერესო გუნდებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც ასევე გამოცდილი და საინტერესო მწვრთნელები…

28/10/2019
შევარდენი 1906 0-3 გაგრა (ვრცლად)

  სეზონის ფინიშზე „გაგრა“, შეიძლება ითქვას, სათამაშო ფორმის პიკზე გავიდა. გუნდმა მიჯრით ორი თამაში მოიგო და ამით, ფაქტობრივად, პროგრამა მინიმუმი შეასრულა. გაგა კირკიტაძის გუნდი პლეი აუტის ზონას 7 ქულით უსწრებს და დარჩენილ 4 ტურში ნაკლებად სავარაუდოა პოზიციები დათმოს. მით უფრო, რომ მთავარი კონკურენტები („ზუგდიდი“, „გურია“, „ცხინვალი“) ერთმანეთს ეთამაშებიან. „გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან თბილისის „შევარდენი 1906-თან“…

23/10/2019
გაგრა – გურია 2:0 (ვრცლად)

  ეროვნული ლიგა-2 ფინიშის სწორზე გავიდა და ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს. „გურიასთან“ შეხვედრაში „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა განიმტკიცა. ამჟამად გაგა კირკიტაძის ბიჭები 31 თამაშში მოპოვებული 35 ქულით  მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. ცუდი ის არის, რომ მძიმედ დაშავდა ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი ჯაბა კასრელიშვილი, ხოლო მარჯვენა მცველმა ვასილ ხოსიტაშვილმა მეოთხე ყვითელი…

24/09/2019
გაგრა – ცხინვალი 3:1 (ვრცლად)

  „გაგრამ“ „ცხინვალი“ 3:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ისე მოხდა, რომ წლევანდელ სეზონში გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, ამიტომ ჩვენ ბიჭებს სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში უჭირთ. აქედან გამომდინარე „გაგრამ“ ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო და შეიქმნა მდგომარეობა, როცა „ცხინვალთან“ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. სასიხარულოა, რომ გაგა კირკიტაძის გუნდს გადამწყვეტ მომენტებში მობილიზების უნარი გააჩნია და…

25/08/2019
გაგრა 2:0 შევარდენი 1906 (ვრცლად)

ნავსი გატყდა. რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ „გაგრამ“ მოიგო, თანაც ლამაზ სტილში. ორი უპასუხო გოლი გაუტანა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „შევარდენი 1906“ და ამ გამარჯვებით, პირველ რიგში, თვითრწმენა გაიღრმავა. ასეთი მატჩი ჩვენ გუნდს ადრეც ჰქონდა ლიდერ „მერანთან“, „ძელებიც ჩამოუხსნა“ მეტოქეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ამჯერად კი საქმე ისე წარიმართა, როგორც „გაგრას“ მთავარ მწვრთნელ გაგა კირკიტაძეს ჰქონდა დაგეგმილი….

06/08/2019
გაგრა – მერანი (თბ) 0:0

განახლებული სეზონის პირველივე მატჩში „გაგრას“ გათამაშების ლიდერ თბილისის „მერანთან“ მოუხდა თამაში. ეს დაპირისპირება ისეთი ხასიათის იყო, რომ ორივე გუნდს შეეძლო მოგება. საბოლოო ჯამში, კი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. შეიძლება ეს ანგარიში ლოგიკურიც იყო, მაგრამ გაგრელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში აშკარად სჯობდნენ მეტოქეს და ოდნავ რომ გამართლებოდათ, აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. გაგა კირკიტაძის გუნდი სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდში…