„გაგრა“ ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანების პარტნიორია

18/07/2019
„გაგრა“ ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანების პარტნიორია

  სეზონის განახლებას „გაგრა“ არაერთი სიურპრიზით ხვდება. განხორციელდა საკადრო ცვლილებები, ახლახანს გუნდმა მემორანდუმი გააფორმა ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანებასთან, რაც სამომავლოდ კლუბისთვის დიდ პერსპექტივას ხსნის. ამ და სხვა სიახლეებზე საუბრობს ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე. – ამ დღეებში ლატვიის დედაქალაქ რიგას ვეწვიე, სადაც ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც