გაგრა – თელავი 1:0 (ვრცლად)

16/06/2019
გაგრა – თელავი 1:0 (ვრცლად)

  მუხიანის სპორტულ კომპლექსში, „გაგრასა“ და „თელავს“ შორის, ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ნამდვილ ფეხბურთს რომ ეკადრება. გასულ სეზონში, გაგრელთა მწვრთნელი გაგა კირკიტაძე „თელავის“ მთავარი მწვრთნელის დენის ხომუტოვის თამაშემწე იყო და შესანიშნავად იცის მისი საფეხბურთო ხედვა. შესაბამისად, მან გუნდისთვის ისეთი ტაქტიკა შეარჩია, რომელიც თელაველთა სწრაფი შემტევების მოქმედების არეალს ზღუდავდა. ხელსაყრელ მომენტში კი „გაგრა“ სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. ამ