ოფიციალურად: ლაშა ოზბეთელაშვილი ,,გაგრას” ფეხბურთელია!

20/06/2019
ოფიციალურად: ლაშა ოზბეთელაშვილი ,,გაგრას” ფეხბურთელია!

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან  ორ დღეში პირველი ტრანსფერი განახორციელა ლაშა ოზბეთელაშვილის სახით. ლაშა პოზიციით თავდამსხმელია და იგი ჩვენს კლუბს თბილისის ,,ლოკომოტივიდან” იჯარის წესით შემოუერთდა. აქვე მოგახსენებთ,რომ   ლაშას  საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას მან გასულ წელს ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

16/06/2019
გაგრა – თელავი 1:0 (ვრცლად)

  მუხიანის სპორტულ კომპლექსში, „გაგრასა“ და „თელავს“ შორის, ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ნამდვილ ფეხბურთს რომ ეკადრება. გასულ სეზონში, გაგრელთა მწვრთნელი გაგა კირკიტაძე „თელავის“ მთავარი მწვრთნელის დენის ხომუტოვის თამაშემწე იყო და შესანიშნავად იცის მისი საფეხბურთო ხედვა. შესაბამისად, მან გუნდისთვის ისეთი ტაქტიკა შეარჩია, რომელიც თელაველთა სწრაფი შემტევების მოქმედების არეალს ზღუდავდა. ხელსაყრელ მომენტში კი „გაგრა“ სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. ამ

06/06/2019
გიორგი ტყეშელაშვილი : 3 ოპერაცია დამჭირდა, იმის გამო, რომ პირველი 2 არასათანადოდ ჩამიტარდა.

  წლევანდელ სეზონში „გაგრას“ ძველი კაპიტანი, გიორგი ტყეშელაშვილი დაუბრუნდა. გამოცდილი, 33 წლის მცველი, შეიძლება ითქვას, გუნდის ოქროს ხანის უკანასკნელი მოჰიკანია. მან „გაგრასთან“ ერთად საქართველოს თასი აღმართა და ევროტურნირებიც დააჭაშნიკა. ის კლუბის ღირსებას დაარსების დღიდან იცავდა და ფათერაკებით აღსავსე კარიერის შემდეგ, წლევანდელ სეზონში, კაპიტნის სამკლაურით, 12 ჯერ გაიყვანა გუნდი მინდორზე. თამაში კი, როგორც თვითონ ამბობს ქუთაისის

05/06/2019
,,გაგრას” ორ ფეხბურთელს 17 წლამდელთა ნაკრებში უხმეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ  ს.კ ,,გაგრას” ფეხბურთელებს ლუკა ტორონჯაძეს და ნიკა კოკაიას უხმო. აქვე მოგახსენებთ,რომ 17 წლამდელთა ნაკრები  11 ივნისს 13:00-საათზე ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბება.

05/06/2019
ბექა ქურდაძე: „ჩემი მიზანი ევროტურნირებზე თამაშია“

  საქართველოს ჩემპიონი ბექა ქურდაძე, „გაგრამ“ სეზონის წინ „საბურთალოდან“ დაიმატა და არც შემცდარა. 22 წლის მეკარე გუნდში იჯარის წესით თამაშობს. ბექას მიმდინარე სეზონში 6 „მშრალი“ თამაში დაუგროვდა და პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობა ბექასთვის ჯერჯერობით პირველი დიდი ტიტულია, მაგრამ მის კარიერაში იყო ტურნირები, რომლებიც „გაგრას“ კიპერს არასოდეს დაავიწყდება. ბექა ამჟამად, თბილისში ცხოვრობს,