,,გაგრას” 2 ფეხბურთელს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში უხმეს

29/05/2019
,,გაგრას” 2 ფეხბურთელს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში უხმეს

ჩვენი კლუბის ორ ფეხბურთელს სანდრო შეწირულს და ბექა ნიკოლაშვილს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში უხმეს! აქვე მოგახსენებთ,რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები 2 ივნისს სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბება, რის შემდეგაც პოდგორიცეში გაემგზავრება, სადაც მონტენეგროს 20 წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.