გიორგი შანიძე: „ვამუშავებთ პროექტებს იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მეტი ასპარეზი მივცეთ“

18/05/2019
გიორგი შანიძე: „ვამუშავებთ პროექტებს იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მეტი ასპარეზი მივცეთ“

  „გაგრას“ სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი სახეა. მას დიდი წვლილი მიუძღვის „გაგრას“ ბოლოდროინდელ პროგრესში. ყველაფერი კი 2015 წლიდან დაიწყო. მანამდე იყო მოკლე საფეხბურთო კარიერა. ჩვენი ინტერვიუც ბატონ გიორგისთან ამ თემით დავიწყეთ. – ჩემი საფეხბურთო კარიერა თავგადასავლებით დახუნძლული არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე გუნდის გამოცვლა მოვასწარი. ვიცავდი 35-ე საფეხბურთო სკოლის, „სასკოს“, „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას.