,,გაგრას” 2 ფეხბურთელს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში უხმეს

29/05/2019
,,გაგრას” 2 ფეხბურთელს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში უხმეს

ჩვენი კლუბის ორ ფეხბურთელს სანდრო შეწირულს და ბექა ნიკოლაშვილს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში უხმეს! აქვე მოგახსენებთ,რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები 2 ივნისს სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბება, რის შემდეგაც პოდგორიცეში გაემგზავრება, სადაც მონტენეგროს 20 წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.  

27/05/2019
გაგრა 3-0 გურია (ვრცლად)

  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საკუთარ თავს კარგი საჩუქარი მიუძღვნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა. „გაგრამ“ საუკეთესო თამაში აჩვენა წლევანდელ სეზონში და დიდი ანგარიშით პირველად დაამარცხა მეტოქე. ეს ის თამაში იყო, რომელსაც ჩვენი კლუბის გულშემატკივარი ფეხბურთელებისგან მოელის. გუნდი საათივით მოძრაობდა დაცვაში და ზამბარასავით იშლებოდა შეტევის დროს. ფეხბურთელები ერთმანეთს დროულად აზღვევდნენ და მეტოქეს კარის აღების ერთი შანსიც კი არ მისცეს.

22/05/2019
ზუგდიდი – გაგრა 1:2 (ვრცლად)

  ორმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ, გაგა კირკიტაძის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა ბიჭებმა სტუმრად ზუგდიდი, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. ეს გამარჯვება „გაგრასთვის“ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო. „გაგრა“ კარგი იყო ნახევარდაცვაში და მოპოვებული უპირატესობის გამოყენება შეძლო, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ვასილ ხოსიტაშვილმა გახსნა. მასპინძლებმა 8 წუთში პენალტითვე კი გაათანაბრეს, მაგრამ გაგრელები ძალიან დამაჯერებელნი იყვნენ საკუთარი კარის

18/05/2019
გიორგი შანიძე: „ვამუშავებთ პროექტებს იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მეტი ასპარეზი მივცეთ“

  „გაგრას“ სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი სახეა. მას დიდი წვლილი მიუძღვის „გაგრას“ ბოლოდროინდელ პროგრესში. ყველაფერი კი 2015 წლიდან დაიწყო. მანამდე იყო მოკლე საფეხბურთო კარიერა. ჩვენი ინტერვიუც ბატონ გიორგისთან ამ თემით დავიწყეთ. – ჩემი საფეხბურთო კარიერა თავგადასავლებით დახუნძლული არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე გუნდის გამოცვლა მოვასწარი. ვიცავდი 35-ე საფეხბურთო სკოლის, „სასკოს“, „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას.

04/05/2019
გაგრა – ცხინვალი 0:0 (ვრცლად)

გაგრა – ცხინვალი 0:0 „გაგრა“ სულ უფრო უახლოვდება სანუკვარ მიზანს. კლუბს გადაწყევეტილი აქვს, მოხვდეს ფლეი-ოფში. ამისი ნათელი დასტურია, რომ გაგრელები თამაშიდან თამაშამდე შედეგს აუმჯობესებენ და მათთვის სულ ერთია ლიდერს ეთამაშება თუ აუტსაიდერს. „ცხინვალთან“ შეხვედრაში გაგრელებს არა ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდათ მეტოქის კართან და რომ გამართლებოდათ, შეიძლება მოეგოთ კიდეც. თუმცა საფეხბურთო ფორტუნა ყოველთვის ისე არ ფიქრობს