,,გაგრა” 2-0 ,,შუქურა” (ვრცლად)

18/04/2019
,,გაგრა” 2-0 ,,შუქურა” (ვრცლად)

გაგრა – შუქურა 2:0 „სამტრედიასთან“ გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ დააანონსა, რომ ქვეყნის თასის 1/16-ფინალში ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ განსხვავებული შემადგენლობით ითამაშებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც. „გაგრამ“ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მაგრამ ეს ქობულეთელთათვის დიდი შვება არ ყოფილა. მასპინძლებმა 3-5-2 სისტემით ითამაშეს და მოედნის ცენტრში თავიდანვე უპირატესობა მოიპოვეს. კირკიტაძის გუნდი ხშირად აკონტროლებდა

12/04/2019
,,გაგრა” 1-0 ,,სამტრედია” (ვრცლად)

გაგრა – სამტრედია 1:0 წარმატებით დაგვირგვინდა ის მოლოდინი, რომელიც „გაგრას“ გულშემატკივრებს და მის სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა. 7 ტური დასჭირდა გუნდს, რომ სეზონის საუკეთესო თამაში ეჩვენებინა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი დაემარცხებინა, თანაც ისე, რომ „გაგრას“ უპირატესობაში ეჭვი ვერავის შეეტანა. გაგა კირკიტაძის გუნდს, პირველი ტურიდან მოყოლებული, ფატალურად არ უმართლებდა, რის შედეგადაც არაერთი ქულა დაკარგა და ვინ იცის,

08/04/2019
,,თელავი” 3-1 ,,გაგრა” (ვრცლად)

  შარშანდელ სეზონში დენის ხომუტოვი „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი იყო, გაგა კირკიტაძე კი მისი თანაშემწე. წელს ხომუტოვი „თელავს“ უდგას სათავეში, კირკიტაძე კი „გაგრას“. ეს მწვრთნელები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთის ხედვას და საფეხბურთო სტრატეგიას, – მწყობრი შეტევა და სწრაფი კონტრიერიშები. მართალია წელს ორივე გუნდი განახლებული შემადგენლობით თამაშობს, მაგრამ მწვრთნელთა ხედვა ხომ იგივე დარჩა? ამიტომ ამ გუნდების შეხვედრაში

07/04/2019
,,გაგრა” 0-1 ,,შევარდენი 1906”

  გაგრა – შევარდენი 1906 0:1 საფეხბურთო ფორტუნამ „გაგრას“ ზურგი აქცია. ამ სეზონში ეს უკვე მეორედ მოხდა, როცა გაგა კირკიტაძის გუნდს არ უნდა წაეგო, მაგრამ დამარცხდა. პირველად გაგრელებს თბილისის „მერანთან“ შეხვედრაში არ გაუმართლა, როცა 93-ე წუთზე დაშვებულმა ერთმა შეცდომამ წყალში ჩაყარა გუნდის მთელი გარჯა და ძალისხმევა. „გაგრამ“ „შევარდენთანაც“ სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. გუნდი მოედნის ყველა მონაკვეთისთვის

04/04/2019
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 – V ტური ,,გაგრა” – ,,შევარდენი 1906”

დღეს, 4 აპრილს საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა”  კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ს მეხუთე ტურის მატჩში ,,შევრადენი 1906”-ს უმასპინძლებს. მატჩი 14:00-ზე მუხიანის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.