გაგრა სამგურალთან დამარცხდა…

25/10/2018
გაგრა სამგურალთან დამარცხდა…

მარტვილის სტადიონზე, როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული ბრძოლა გაჩაღდა. წყალტუბოს „სამგურალსა“ და „გაგრას“ ჰაერივით სჭირდებოდათ ქულები. გაგრელებს ეროვნულ ლიგაში ასასვლელად, წყალტუბოელებს კი ლიგა 2-ში დასარჩენად. მასპინძლები ამ თამაშამდე სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ და შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ. ისე გამოვიდა, რომ ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც „სამგურალმა“ წარმატებით დააგვირგვინა. შეიძლება ითქვას, რომ წყალტუბოელებმა სეზონის მატჩი ითამაშეს. ისინი