დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“

15/10/2018
დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“

ფეხბურთის უკრაინელი სპეციალისტი დენის ხომუტორი „გაგრას“ 2017 წლიდან უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია. გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა და ეროვნული ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის. დენის ხომუტოვი 1979 წელს დონეცკში დაიბადა. დაამთავრა დონეცკის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უმაღლესი სასწავლებელი. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი (2 ვაჟი და ქალიშვილი). პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში 376 მატჩი