გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

29/10/2018
გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

ხვალ, 30 ოქტომბერს გაგრა ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურის შეხვედრაში თელავს უმასპინძლებს. ისტორიაში გუნდები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამივე შეხვედრა მიმდინარე სეზონში შედგა და იდენტური ანგარიშით, 1-1 დასრულდა. პირველად ეს გუნდები მესამე ტურში, თელავის გივი ჩოხელზე შეხვდნენ. თელაველები გიორგი ნიქაბაძემ, 22-ე წუთზე დააწინაურა, მის გოლს კი 70-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

25/10/2018
გაგრა სამგურალთან დამარცხდა…

მარტვილის სტადიონზე, როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული ბრძოლა გაჩაღდა. წყალტუბოს „სამგურალსა“ და „გაგრას“ ჰაერივით სჭირდებოდათ ქულები. გაგრელებს ეროვნულ ლიგაში ასასვლელად, წყალტუბოელებს კი ლიგა 2-ში დასარჩენად. მასპინძლები ამ თამაშამდე სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ და შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ. ისე გამოვიდა, რომ ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც „სამგურალმა“ წარმატებით დააგვირგვინა. შეიძლება ითქვას, რომ წყალტუბოელებმა სეზონის მატჩი ითამაშეს. ისინი

24/10/2018
სამგურალი – გაგრა | პრევიუ

წყალტუბოს „სამგურალისა“ და „გაგრას“ დაპირისპირება 2010 წლიდან იღებს სათავეს. სულ გუნდები 11 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 6 თამაში „გაგრამ“ მოიგო, 3 „სამგურალმა“, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 16:9 „გაგრას“ სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში „გაგრამ“ სამივე თამაში მოუგო მეტოქეს და შეეცდება ეს სასიამოვნო სტატისტიკა კიდევ გააგრძელოს. მით უფრო, რომ ჩემპიონატი ფინიშის სწორზე

22/10/2018
17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქეები დანია, რუსეთი და ესტონეთი იქნებიან. ჯგუფის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს, 27-ში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს. ნაკრების განაცხადში ორი გაგრელი, მცველი ნიკა კოკაია და ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე მოხვდა.

21/10/2018
19-წლამდე გაგრელები სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ…

19-წლამდე გაგრელებმა ოქროს ლიგის XII ტურის შეხვედრაში ბათიმის დინამო, ანგარიშით 7-1 დაამარცხეს და სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. გაგრა 7-1 დინამო ბთ | U19 ოქროს ლიგა გოლები: ობოლაძე 24’, 57’, რობაქიძე 26’, ივანიაძე 30’, 43’, მძევაშვილი 49’, არჩუაძე 80’ – ჯიჯავაძე 85’ გაგრა: ანდრიაძე, შიხაშვილი, ლაცაბიძე, დიდებაშვილი, არჩუაძე ©, კაკაბაძე, მაქაძე, რობაქიძე, ივანიაძე, ობოლაძე, მძევაშვილი სათადარიგო: შეყილაძე,

20/10/2018
17-წლამდელებმა წაუგებელი მატჩების სერია 12-მდე გაზარდეს…

17-წლამდელებმა ბოლნისის სიონი გასვლით შეხვედრაშიც დაამარცხეს, 14 შეხვედრაში 34 ქულა დააგროვეს და პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. სიონი 0-2 გაგრა | U17 ვერცხლის ლიგა გოლები: ცირიკაშვილი, ფაჩულია გაგრა: საბიაშვილი, ზენაიშვილი, ლომჯარია, ბურდული, მურჯიკნელი, ხმალაძე, ნონიაშვილი (C), ზარარსიზი, ცირიკაშვილი, მაყაშვილი სათადარიგო: ნიკოლეიშვილი, აჭარაძე, ფაჩულია, ჩარბაძე, ჯახუტაშვილი, კოტაძე მთ. მწვრთნელი: ანზორ ცხვიტავა მწვრთნელი: ვალერი ღვინიაშვილი

20/10/2018
პოკერი

გაგრამ 5:1 დაამარცხა მარტვილის მერანი და თავის აქტივში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა. დღეისთვის გაგრა 46 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პლეოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს. არადა მარტვილის მერანი ჩვენი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. საკმარისია ითქვას, რომ წლევანდელ სეზონში ოთხი შეხვედრიდან გაგრელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს. დღევანდელი მატჩი რატი ცაცკრიალაშვილის ბენეფისად გადაიქცა. რატიმ პოკერი შეასრულა, ოთხჯერ აიღო

18/10/2018
გაგრა-მერანი | პრევიუ

დავით პეტრიაშვილის სახელობის არენა ეროვნული ლიგა 2-ის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ელოდება. 28-ე ტურის მატჩში „გაგრა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს. ჩვენი გუნდისთვის ამ თამაშს ოქროს ფასი აქვს. თუ დენის ხომუტოვის გუნდი მოიგებს, მას აქვს შანსი მყარად დაიმკვიდროს ადგილი საპრიზო სამეულში. მარტვილელები კი ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვიან და ბუნებრივია, რომ იოლად არაფერს დათმობენ. საქმე ისე აეწყო, რომ „მერანი“ ჩვენებისთვის

18/10/2018
ეროვნული ლიგა 2: რატი ცაცკრიალაშვილი – მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი!

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთსო მოთამაშე გამოვლინდა რატი ცაცკრიალაშვილს კუთვნილი ჯილდო დავით მუჯირმა გადასცა ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ, გაგრას შემტევი და 12 გოლით, ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფი – რატი ცაცკრიალაშვილი დაასახელეს. 25 წლის ფებურთელს ჯილდო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – დავით მუჯირმა გადასცა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 12 გოლი რატიმ

15/10/2018
დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“

ფეხბურთის უკრაინელი სპეციალისტი დენის ხომუტორი „გაგრას“ 2017 წლიდან უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია. გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა და ეროვნული ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის. დენის ხომუტოვი 1979 წელს დონეცკში დაიბადა. დაამთავრა დონეცკის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უმაღლესი სასწავლებელი. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი (2 ვაჟი და ქალიშვილი). პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში 376 მატჩი

  • 1
  • 2