
გურია – გაგრა 0:2 „გაგრამ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს მოსალოდნელიც იყო. გაგა კირკიტაძის გუნდი მუდმივად გამარჯვების ზღვარზე იმყოფებოდა და მხოლოდ საფეხბურთო ფორტუნის უკუღმართობის გამო ვერ აღწევდა სასურველ შედეგს. ვამბობდით კიდეც წინა მიმოხილვებში, რომ გამარჯვებათა სერია აუცილებლად მოვიდოდა და შედეგმაც არ დააყოვნა. წინა ტურთან შედარებით „გაგრამ“ ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ცვლილება განახორციელა, ტყეშელაშვილის, ბრეგვაძის,…