GAGRA NOW
  1. 17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია
  2. 19-წლამდე გაგრელები სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ…
  3. 17-წლამდელებმა წაუგებელი მატჩების სერია 12-მდე გაზარდეს…
  4. პოკერი
  5. გაგრა-მერანი | პრევიუ

სიახლეები U15

04/09/2018
15-წლამდე გუნდს ბრწყინვალე ქამბექამდე სულ ცოტა დააკლდა…

პირველი ნახევრის, 2-0 მარცხის შემდეგ გაგრელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს, მეორე ნახევარში მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და უკვე მე-60 წუთისთვის ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა კიდევ ბევრი მომენტის მიუხედავად გამარჯვების გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრაც ფრედ, 2-2 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან პირველი გოლი მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა შოთა ჯაშაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მისთვის გაგრაში ეს სადებიუტო მატჩი

20/05/2018
15-წლამდე გაგრელებს ოქროს ლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ…

გაგრას 15-წლამდე გუნდი ლოკომოტივთან, ანგარიშით 1-2 დამარცხდა და ოქროს ლიგის საგზურამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა… გაგრას მხრიდან გიორგი ამოევის პასით შოთიკო წამალაშვილმა გაიტანა. გაგრა 1-2 ლოკომოტივი გოლი (გაგრა): შ. წამალაშვილი გაგრა: ბესელია, ხაპოევი, დუნდუა, თამაზაშვილი, შ. წამალაშვილი, ტაბატაძე, გურული, იაძე (კ), ვასაძე, თელია, ბუთხუზი სათადარიგო: ხუბულავა, ჩუბინიძე, ამოევი, ბეგლარიშვილი

18/05/2018
ბოლო ტურში ოქროს ლიგის საგზურისთვის!

ხვალ, 19 მაისს 15-წლამდე გაგრელები ლოკომოტივს უმასპინძლებენ. ამ დროისთვის გაგრას 11 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 23 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, ლოკომოტივის ანგარიშზე კი 10 შეხვედრაში მოპოვებული 22 ქულაა და მესამეა. ხვალ გასამართ დაპირისპირებაში გამარჯვებული ავტომატურად მოიპოვებს ოქროს ლიგის საგზურს. პირველი წრის შეხვედრა, რომელიც საგურამოში გაიმართა, გაგრელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა

01/04/2018
15-წლამდელთა გამარჯვება და 17-წლამდელთა მარცხი ლიდერებთან…

დღეს, 1-ელ აპრილს, ჭაბუკთა ლიგის კალენდარული მატჩი გაგრას ორმა ასაკობრივმა გუნდმა ითამაშა. 15-წლამდე გაგრელებმა საგურამოში, ლოკომოტივის თანატოლთა გუნდი, ანგარიშით 1-0 დაამარცხეს, ხოლო 17-წლამდე გაგრელები გორის დილას დაუხვდნენ და 3-0 დამარცხდნენ. სათამაშო დღე თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე დაიწყო, სადაც გაგრას 17-წლამდე გუნდი გორის დილას მასპინძლობდა. წინა ტურის მატჩის მსგავსად, გაგრელებს მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა

01/04/2018
საგურამოს გავლით ოქროს ლიგისკენ!

დღეს, 1-ელ აპრილს, 15 და 17-წლამდე ჭაბუკთა ლიგის შეხვედრები გაიმართება. 15-წლამდე გუნდი საგურამოს ეწვევა და ლოკომოტივს დაუპირისპირდება. 15-წლამდე ლიგის “ბ” ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა და 12 ქულით გაგრასთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ლოკომოტივია. შეხვედრა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე, 13:00 საათზე დაიწყება. გათამაშების ლიდერს დაუპირისპირდება 17-წლამდე გუნდი, რომელიც თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე გორის დილას უმასპინძლებს. გორელებს მშვენიერი სტარტი ქონდათ,