GAGRA NOW
  1. გაგრამ სამგურალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
  2. გაგრა მარტვილში მატჩის მიწურულს გაშვებული გოლებით დამარცხდა…
  3. ლუკა ტორონჯაძე 17-წლამდე ნაკრებში!
  4. გიორგი ივანიაძის კომენტარი მერანთან მატჩის წინ…
  5. გაგრა ბათუმში დამარცხდა…

სიახლეები

30/03/2018
ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტური დასრულდა!

დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის მატჩები. ტური უხვგოლიანობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ოთხ შეხვედრაში თითო-თითო გოლი გავიდა, სულ კი ხუთ თამაშში 8 გოლი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გოლების ნაკლებობისა, ტურის არც ერთი შეხვედრა დასრულებულა მშრალი ანგარიშით. ტური 29 მარტს, გაგრასა და ნორჩი დინამოს დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა

29/03/2018
გაგრამ ნორჩი დინამო დაამარცხა!

დღეს, 29 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში გაგრამ ნორჩ დინამოს უმასპინძლა და ნუგო სპანდერაშვილის მიერ 86-ე წუთზე გოლით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. გაგრა 1-0 ნორჩი დინამო | ეროვნული ლიგა 2 – IV ტური გოლი: 86′ ნუგზარ სპანდერაშვილი (რატი ცაცკრიალაშვილი) გაგრა: ვადიმ შევჩუკი, ავთანდილ ბრაჭული, ევჰენი ზახარჩენკო, გიგა სამხარაძე, რატი ცაცკრიალაშვილი (კ), ივანე ხაბელაშვილი,

27/03/2018
გაგრა – ნორჩი დინამო | ანონსი და დაპირისპირებების ისტორია

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში გაგრელები, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ნორჩ დინამოს უმასპინძლებენ. მიმდინარე სეზონში, გაგრას, ერთი მოგებითა და ორი ფრით 5 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო ნორჩ დინამოს ერთი მოგებისა და ორი მარცხის შემდეგ 3 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა. გაგრას სრული უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში. აღნიშნული გუნდები ოფიციალურად ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ,

25/03/2018
დინამო თბილისი 3-1 გაგრა | ამხანაგური მატჩი

დღეს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა დიღომში მდებარე დინამოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა არჩილ ტეტუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შეხვედრა კი შავი სამკლაურებით ჩაატარეს. მატჩის მე-4 წუთზე საკუთარ საჯარიმოში გიგა სამხარაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და გაგრელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ნიკა ძალამიძემ გოლად აქცია. მალევე, მე-9

20/03/2018
გოგიტა გოგატიშვილი მე-3 ტურის სიმბოლურში!

სპორტ-ექსპრესის ვერსიით, ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გოგიტა გოგატიშვილი მოხვდა. გოგიტა თელავის წინააღმდეგ მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო, 70-ე წუთზე კი თელაველთა კარის აღება მოახერხა, რითაც გაგრას ქულა მოუპოვა.

19/03/2018
გაგრა ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში შესვენებაა.  მიმდინარე პაუზის დროს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩს თბილისის დინამოსთან გამართავს.

17/03/2018
გაგრამ თელავიდან ქულა წამოიღო

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრა გაგრამ თელავში, ადგილობრივ “თელავთან” გამართა და მეტოქეს ფრეზე დაშორდა. შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, თელაველთა არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ გონსალესმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა, თუმცა ვადიმ შევჩუკმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია მეტოქის გასროლა. გაგრელებმა მალევე, მე-10 წუთზე უპასუხეს მეტოქეს, როდესაც ივანე ხაბელაშვილმა გამჭოლი პასით ერთი-ერთზე დატოვა ლევან

11/03/2018
გაგრელები მე-2 ტურის სიმბოლურში

Sport-Express-ის ვერსიით ეროვნული ლიგა 2-ის მე-2 ტურის სიმბოლურში ორი გაგრელი, რატი ცაცკრიალაშვილი და ლუკა ვარძელაშვილი მოხვდა.

10/03/2018
გაგრამ პირველი სამი ქულა მოიპოვა

9 მარტს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა. გაგრამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და რატი ცაცკრიალაშვილის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მეტოქე, ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრის საწყის წუთებში წყალტუბოელები აქტიურობდნენ და გაგრელთა კარის დარაჯმა, ვადიმ შევჩუკმა ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, თუმცა ამის შემდეგ გაგრელები გააქტიურდნენ. ერთადერთი გოლი შეხვედრის 49-ე

10/02/2018
გაგრამ ამხანაგურ მატჩში სიონი დაამარცხა

გაგრელებმა მოსამზადებელი ეტაპის მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს. მუხიანში მდებარე რაგბის კომპლექსის მოედანზე, გაგრა ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გიორგი გურეშიძემ, საკუთარ კარში გაიტანა. გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით იასპარეზეს: გაგრა: შევჩუკი, სოფრომაძე, კაკიაშვილი, ზახარჩენკო, მაგრაქველიძე, სულთანიშვილი, ხაბელაშვილი, ცაცკრიალაშვილი, გაბრიჩიძე, ლომსაძე, პაპავა შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, ხასაია,ხოსიტაშვილი, ვარძელაშვილი, ცირდავა, სპანდერაშვილი, გადრანი, გამცემლიძე, სამხარაძე, გოგილაშვილი, კილაძე