GAGRA NOW
  1. 17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია
  2. 19-წლამდე გაგრელები სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ…
  3. 17-წლამდელებმა წაუგებელი მატჩების სერია 12-მდე გაზარდეს…
  4. პოკერი
  5. გაგრა-მერანი | პრევიუ

სიახლეები

15/09/2018
დენის ხომუტოვის ცხინვალთან მატჩისშემდგომი კომენტარი

დენის ხომუტოვი (გაგრას მთავარი მწვრთნელი): „2-კვირიანი შესვენება აშკარად გამოგვადგა. სიტუაციის გაანალიზებაც მოვასწარით, დასვენებაც და მობილიზებაც. ამასთან, ძალიან კარგი სპარინგი გვქონდა თბილისის „დინამოსთან“, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ დაგვენახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ შეტევაში უფრო აგრესიულად ეთამაშათ, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით. გატანილი გოლები შემთხვევითი არ იყო, ის დამუშავებული კომბინაციების შედეგია.

15/09/2018
გაგრამ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების 24-ე ტურის შეხვედრაში „გაგრამ“ „ცხინვალი“ დაამარცხა და რაკი ბათუმში „დინამომ“ „ნორჩ დინამოელს“ 4:0 მოუგო, გაგრელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. ცხინვალელებთან თამაში იოლი არ იყო. შიდა ქართლელები გასავარდნ ზონაში არიან და ამიტომ მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს. შესაბამისად, „ცხინვალმა“ თამაში აქტიურად დაიწყო, ბევრს მოძრაობდა, მაგრამ „გაგრას“ კარის დასალაშქრად ოსტატობა არ

08/09/2018
გაგრელებმა თბილისის დინამო დაამარცხეს!

ვიდრე ევროპაში სანაკრებო ბატალიები მძვინვარებს, საფეხბურთო კლუბებმა თბილისის „დინამომ“ და „გაგრამ“ გადაწყვიტეს ამხანაგურ შეხვედრაში მოესინჯათ ძალები. მატჩი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და შეიძლება ითქვას, ორივე კლუბისთვის სასარგებლო გამოდგა. „დინამოსაც“ და „გაგრასაც“ 15 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელით. დინამოელები ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩემპიონატის დასკვნით ტურში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან, გაგრელებისთვის კი ეროვნულ ლიგა 2-ში ყოველ

01/09/2018
გიორგი ივანიაძე 19-წლამდე ნაკრებში!

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. გიორგი მიქაძის გუნდი ამჯერად სტუმრად ბოსნიას გაეჯიბრება. შეხვედრები 5 და 7 სექტემბერს გაიმართება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც შეკრებაზე უხმობს: მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ); მცველები: ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ),

30/08/2018
მიზანი უცვლელია – ეროვნული ლიგის საგზური!

ვიტ ჯორჯია – გაგრა 2:0 საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ თავისი 14-წლიანი არსებობის მანძილზე საამაყოც ბევრი ჰქონია და საფიქრალიც. კლუბმა ჩვენი ქვეყნის თასის მოგება მოახერხა და უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსაც მოუსინჯა გემო. „გაგრა“ დღესაც პრო 2-ის პირველობის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მიზნად ეროვნულ ლიგაში გადასვლა დაუსახავს. ჩემპიონატის 23-ე ტურში „გაგრას“ „ვიტ ჯორჯიამ“ უმასპინძლა. ამ შეხვედრას გაგრელები

26/08/2018
გაგრელებმა ნორჩი დინამო დააძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და მეორე პოზიციაზე აღზევდნენ!

ეროვნული ლიგა 2-ის XXII ტურში გაგრელებმა დავით პეტრიაშვილი არენაზე ნორჩ დინამოს უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. შეხვედრა გაგრელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო და პირველი ნახევარი ასეც გაგრძელდა. გაგრას იძულებითი ცვლილების განხორციელება ჯერ კიდევ მე-18 წუთზე მოუწია, როდესაც გიორგი ივანიაძემ ფეხი დაიზიანა და ის თამაზ ლომსაძემ ჩაანაცვლა. დენის ხომუტოვს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება უკვე 38-ე წუთზე მოუწია, როდესაც

26/08/2018
ფრე თელავში…

გაგრამ,  ეროვნული ლიგა 2-ის XXI ტურის მატჩი თელავში, ადგილობრივი თელავის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს ფრეზე დაუზავდა. შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე ვასილ გოგოლიძის გადაცემით გიორგი ხარებაშვილმა გახსნა, რასაც გაგრამ მეორე ნახევარში, 74-ე წუთზე ლევან პაპავას გოლით უპასუხა. ამ უკანასკნელმა მეკარე ლუკა სანიკიძეს ბურთი საჯარიმოში მოპარა და საკმაოდ ეფეკტური გოლიც გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. თელავი:

12/08/2018
გაგრამ სამგურალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ეროვნული ლიგა 2-ის XX ტურის შეხვედრაში, გაგრამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მატჩის დებიუტში, მე-4 წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის მიერ გატანილი ბურთით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გაგრელებმა გოლის გატანა 57 სვლიანი კომბინაციის შემდეგ შეძლეს. გაგრა 1-0 სამგურალი | ეროვნული ლიგა 2 გოლი: თორნიკე გაფრინდაშვილი 4′ გაგრა: შევჩუკი, კილაძე, ბრაჭული, სამხარაძე, გ. გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი (კასრელიშვილი 76′), კაკიაშვილი, ცაცკრიალაშვილი, პაპავა

03/08/2018
გაგრა მარტვილში მატჩის მიწურულს გაშვებული გოლებით დამარცხდა…

გაგრა მარტვილში მატჩის მიწურულს გაშვებული გოლებით დამარცხდა… 😣 მერანი 3-1 გაგრა | ეროვნული ლიგა 2 გოლები: დავით ციცხვაია 38’, ვანო კურდღელაშვილი 88’ (პენ.), ვანო კურდღელაშვილი 90+4 – რატი ცაცკრიალაშვილი 50’ მერანი: მეშველიანი, მირონენკო, გალენკო, ტყეშელაშვილი, ჟაბუკიანი, ლუცენკო, მოსემღვდლიშვილი, ზახარჩენკო, მოსიაშვილი, მელიავა (კ), ციცხვაია სათადარიგო: კულუა, ციმაკურიძე, გეგია, კურდღელაშვილი, დუგუ, ფაცაცია, თოლორდავა მთ. მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

03/08/2018
ლუკა ტორონჯაძე 17-წლამდე ნაკრებში!

გაგრას 15 წლის ფორვარდს, ლუკა ტორონჯაძეს 17-წლამდე ნაკრებში უხმეს! 5 აგვისტოდან საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბება და კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადებას შეუდგება. საინტერესოა, რომ საქართველო ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებულია – 2016 და 2017 წლებში. ზვიად ჯელაძემ უკვე დაასახელა შემადგენლობა, საიდანაც 20 ფეხბურთელს აარჩევს კიევში