GAGRA NOW
  1. გაგრა ბათუმში დამარცხდა…
  2. გაგრამ ცხინვალი დაამარცხა, ცაცკრიალაშვილი შეუჩერებელია!
  3. ვადიმ შევჩუკი: შვებულებაზე ფიქრი ჯერ ადრეა…
  4. გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)
  5. 19-წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის საგზური მოიპოვა!

სიახლეები

03/07/2018
გაგრა ბათუმში დამარცხდა…

ეროვნული ლიგა-2 ის XVII ტურის შეხვედრაში, გაგრა ბათუმს ეწვია და დინამოსთან, ანგარიშით 3-0 დამარცხდა. ბათუმელთაგან ანგარიში მე-7 წუთზე გაბრიელ რამოსმა გახსნა, რომელსაც პირველივე ნახევარში, ჯოვინო ფლამარიონის 24-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში, 77-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ დააფიქსირა, 3-0. დინამო ბთ 3-0 გაგრა გოლები: 7′ გაბრიელ რამოსი, 24′ ჯოვინო ფლამარიონი, 77′ ნიკოლოზ

19/06/2018
გაგრამ ცხინვალი დაამარცხა, ცაცკრიალაშვილი შეუჩერებელია!

ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში გაგრა მცხეთას ეწვია და ადგილობრივ ცხეთა პარკზე მოასპარეზე ცხინვალს დაუპირისპირდა. შეხვედრა გაგრელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყისი 10-15 წუთი მეტოქეს ბურთთან შეხება ფაქტიურად არ ქონია, რამაც შედეგი გამოიღო. მე-15 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ლევან პაპავას გადაცემას რატი ცაცკრიალაშვილის ულამაზესი გოლი მოჰყვა. გაგრელებმა გოლის შემდეგაც გააგრძელეს დომინირება და კიდევ რამდენიმე რეალური

16/06/2018
ვადიმ შევჩუკი: შვებულებაზე ფიქრი ჯერ ადრეა…

ვადიმ შევჩუკი – ზაპოროჟიის საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” აღზრდილი სპორტსმენია, რომელმაც მცირე ასაკიდან წარმოაჩინა თავი, როგორც მიზანდასახულმა მოთამაშემ. 19 წლის მეკარის კარიერაში უკვე იყო ისეთი საფეხბურთო კლუბები, როგორებიცაა: ზაპოროჟიის „მეტალურგი“, პოლტავის „ვორსკლა“, ბერძნული „პლატანიასი“. შევჩუკი გამოდიოდა უკრაინის 15-დან 19-წლამდე ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ამჟამად იგი ქართული საფეხბურთო კლუბის, “გაგრა”-ს ძირითადი მეკარეა. მოედანზე ბრწყინვალე თამაშის გარდა, ვადიმ შევჩუკი

27/05/2018
გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)

ეროვნული ლიგა 2-ის XIII ტურის მატჩში გაგრა სტუმრად ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა 24 მაისს, 17:00 საათზე, თემქაზე მდებარე სტადიონ “შატილზე” გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ჯერ ნორჩი დინამოს საუკეთესო ბომბარდირი, იაგო დეისაძე ცდილობდა შორეული დარტყმით მეტოქის კარის აღებას, თუმცა ვადიმ შევჩუკმა

18/05/2018
გაგრამ თელავთან ქულები გაიყო…

გაგრა 1-1 თელავი გოლები: 9′ რატი ცაცკრიალაშვილი, 84′ გიორგი ნიქაბაძე გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი (სულთანიშვილი), პაპავა (კ) (სპანდერაშვილი), ლომსაძე (გაბრიჩიძე), სოფრომაძე, კაკიაშვილი, კილაძე სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, გაბრიჩიძე, გოგატიშვილი, სპანდერაშვილი, სულთანიშვილი მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე თელავი: სანიკიძე, თოლორდავა (კ), მარაქველიძე, ნოზაძე (მ. ბაშალეიშვილი), მურველაშვილი (იოსელიანი), ჯიქია, ლენა (რუხაძე), გოგოლიძე,

16/05/2018
20-წლამდელების გამარჯვება აზერბაიჯანში

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად აზერბაიჯანთან და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ბაქოში, “დალგა არენაზე” გაიმართა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს დაწინაურება, თუმცა ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ჯერ საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში დავით მუჯირმა, მერე კი კაპიტანმა დავით სამურკასოვმა შეასრულა საგოლე თავური. დაპირისპირებაში მონაწილეობა ორმა გაგრელმა, ლევან ისიანმა და ნუგზარ სპანდერაშვილმა

12/05/2018
გაგრამ სამგურალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტური მარტვილში, სამგურალისა და გაგრას დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და გუნდები აქტიურად უტევდნენ ერთმანეთს. პირველი ნახევრის მიწურულს გაგრელები გააქტიურდნენ და 39-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გიგა სამხარაძის მიერ მარცხენა ფლანგიდან დაწყებულ შეტევაში თამაზ ლომსაძე ჩაერთო, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და ტექნიკური გადაცემით ბურთი კვლავ გაგრელთა მარჯვენა მცველს დაუბრუნა. ამ უკანასკნელის

02/05/2018
ლუკა ტორონჯაძე უეფას განვითარების თასის ტურნირის განაცხადშია!

დღეს სტარტი აიღო უეფას განვითარების თასის ტურნირმა 16-წლამდე ნაკრებებს შორის, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 4 ქვეყნის, საქართველოს, რუმინეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის 16-წლამდე ნაკრები გუნდები იღებენ. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში, გაგრას 19-წლამდე გუნდის ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე ირიცხება. საქართველოს ნაკრები ტურნირში დღეს ჩაერთვება და მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ყაზახეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. 2

02/05/2018
გაგრა – მერანი | ურთიერთშეხვედრების ისტორია და ანონსი

ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრე გაგრამ მე-2 პოზიციაზე დაასრულა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. 9 ტურის შემდეგ გათამაშებას 18 ქულით ვიტ ჯორჯია ლიდერობს, გაგრას 16 ქულა აქვს და მეორეა, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი 15-15 ქულით ნორჩი დინამო და ბათუმის დინამო იყოფენ. მეორე წრის პირველ შეხვედრაში გაგრელები მერანს უმასპინძლებენ. გუნდები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს ოფიციალურად 11-ჯერ დაუპირისპირდნენ.

23/04/2018
თევდორე თელია 15-წლამდე ნაკრებთან ერთად თურქეთშია…

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები თურქეთშია და დღეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი ანტალიაში თურქეთის 15-წლამდე ნაკრებს შეხვდება. ტურნირში ამ ორი გუნდის გარდა კიდევ აზერბაიჯანის 15-წლამდე და თურქეთის 14-წლამდე ნაკრებები მონაწილეობენ. მეორე ტურში ქართველები 25 აპრილს აზერბაიჯანს შეხვდებიან, 27 აპრილს კი – თურქეთის 14-წლამდე ნაკრებს. ნაკრებთან ერთად იმყოფება გაგრას 15-წლამდე გუნდის წევრი თევდორე