GAGRA NOW
  1. გაგრამ ცხინვალი დაამარცხა, ცაცკრიალაშვილი შეუჩერებელია!
  2. ვადიმ შევჩუკი: შვებულებაზე ფიქრი ჯერ ადრეა…
  3. გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)
  4. 19-წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის საგზური მოიპოვა!
  5. 15-წლამდე გაგრელებს ოქროს ლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ…

სიახლეები

19/03/2018
გაგრა ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში შესვენებაა.  მიმდინარე პაუზის დროს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩს თბილისის დინამოსთან გამართავს.

17/03/2018
გაგრამ თელავიდან ქულა წამოიღო

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრა გაგრამ თელავში, ადგილობრივ “თელავთან” გამართა და მეტოქეს ფრეზე დაშორდა. შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, თელაველთა არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ გონსალესმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა, თუმცა ვადიმ შევჩუკმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია მეტოქის გასროლა. გაგრელებმა მალევე, მე-10 წუთზე უპასუხეს მეტოქეს, როდესაც ივანე ხაბელაშვილმა გამჭოლი პასით ერთი-ერთზე დატოვა ლევან

11/03/2018
გაგრელები მე-2 ტურის სიმბოლურში

Sport-Express-ის ვერსიით ეროვნული ლიგა 2-ის მე-2 ტურის სიმბოლურში ორი გაგრელი, რატი ცაცკრიალაშვილი და ლუკა ვარძელაშვილი მოხვდა.

10/03/2018
გაგრამ პირველი სამი ქულა მოიპოვა

9 მარტს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა. გაგრამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და რატი ცაცკრიალაშვილის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მეტოქე, ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრის საწყის წუთებში წყალტუბოელები აქტიურობდნენ და გაგრელთა კარის დარაჯმა, ვადიმ შევჩუკმა ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, თუმცა ამის შემდეგ გაგრელები გააქტიურდნენ. ერთადერთი გოლი შეხვედრის 49-ე

10/02/2018
გაგრამ ამხანაგურ მატჩში სიონი დაამარცხა

გაგრელებმა მოსამზადებელი ეტაპის მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს. მუხიანში მდებარე რაგბის კომპლექსის მოედანზე, გაგრა ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გიორგი გურეშიძემ, საკუთარ კარში გაიტანა. გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით იასპარეზეს: გაგრა: შევჩუკი, სოფრომაძე, კაკიაშვილი, ზახარჩენკო, მაგრაქველიძე, სულთანიშვილი, ხაბელაშვილი, ცაცკრიალაშვილი, გაბრიჩიძე, ლომსაძე, პაპავა შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, ხასაია,ხოსიტაშვილი, ვარძელაშვილი, ცირდავა, სპანდერაშვილი, გადრანი, გამცემლიძე, სამხარაძე, გოგილაშვილი, კილაძე

16/01/2018
გაგრამ 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო

გაგრელებმა ამხანაგურ მატჩში გორის დილა, ლევან პაპავასა და ნუგზარ სპანდერაშვილის გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. შემადგენლობა: ვადიმ შევჩუკი, ჯაბა ქასრელიშვილი, ევგენი ზახარჩენკო, ვაკო ხაბელაშვილი, ნიკა მაგრაქველიძე, ერეკლე სულთანიშვილი, რატი კაკიაშვილი, ნიკა გაბრიჩიძე, თამაზ ლომსაძე, ბერო ბარბაქაძე, ლევან პაპავა (კ) შეცვლაძე შევიდნენ: ლევან ისიანი, გოგა დანელია, ნოგზარ სპანდერაშვილი, ლუკა ვარძელაშვილი, თორნიკე ლაცაბიძე, გოჩა ცირდავა, ბექა რუხაძე, თორნიკე

10/01/2018
გაგრამ მზადება დაიწყო

გაგრამ 2018 წლის სეზონისთვს მზადება დღეს, 10 იანვარს დაიწყო. გუნდი თემქაზე, შატილის სტადიონზე 14:00 საათზე შეიკრიბა და დენის ხომუტოვის თავკაცობით მიმდინარე წელს პირველად ივარჯიშა. გაგრა 12 იანვრიდან „ზამთრის თასზე“ ჩაერთვება. შეგახსენებთ რომ ჩვენი გუნდი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონის რანგში მიიღებს. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან, გუნდში მხოლოდ 5 ფეხბურთელი დარჩება – თორნიკე

22/12/2017
ზამთრის თასი 2018 იწყება

საქარველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2018 წლის იანვარში რიგით მეორე ზამთრის თასი გაიმართება. ტურნირი ემსახურება ქართული საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციას და ზამთრის შესვენების გამრავალფეროვნებას. მასში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, მოყვარული და არამოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 16 გუნდი. ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშების მონაწილე 16 გუნდისგან ოთხი ჯგუფი დაკომპლექტდა: ჯგუფი “ა”: გაგრა, ტორპედო, რუსთავი,

17/12/2017
ახალი ლოგო, ფერი, სლოგანი – გაგრას რებრენდინგი

საფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი ლოგო, ფერი და სლოგანი აქვს. კლუბის ახალი ფერი მუქი ლურჯი იქნება, რაც შავ ზღვასთან ასოცირდება. როგორც მოგეხსენებათ ქალაქი გაგრა შავიზღვისპირა ქალაქია, ხოლო ს.კ. “გაგრა” ამ ქალაქის წარმომადგენელი. გუნდს ასევე აქვს ახალი სლოგანი – Georgia United (საქართველო გაერთიანდა). ბევრი ახსნა არ სჭირდება ამ სლოგანს, ყველაფერი ნათქვამია. კლუბის არსი სწორედ ეს არის, ერთიანი საქართველოსთვის

16/12/2017
სემინარი ფეხბურთის ექიმებისთვის – ახალი საგანმანათლებგლო პროგრამა სფფ-სგან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდის ეროთობლივი პროექტი – „ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამა“ 15 დეკემბერს, პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიწყო. კურსი, რომელიც ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ექიმებისათვის ტარდება,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო მიმართულების უახლესი პროექტია. მსმენელები სამი დღის განმავლობაში დაესწრებიან აღნიშულ კურსს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ვარძუკაშვილი წარუძღვება და როგორც თეორიულ,