GAGRA NOW
  1. გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)
  2. 19-წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის საგზური მოიპოვა!
  3. 15-წლამდე გაგრელებს ოქროს ლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ…
  4. 19-წლამდელებიც ბოლო ტურში ეცდებიან ოქროს ლიგის საგზურის განაღდებას!
  5. ბოლო ტურში ოქროს ლიგის საგზურისთვის!

სიახლეები

12/04/2018
ფავორიტების ფრე და 14-წლამდელთა გამარჯვება!

დღეს, 12 მარტს ღია ლიგისა და 2004 წელს დაბადებულთა ელიტ ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. სათამაშო დღე 09:30 საათზე, ავაზას სტადიონზე, ღია ლიგის ფავორიტების, “გაგრა 2”-ისა და “ცხინვალი 2” ის დაპირისპირებით დაიწყო და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან გოლები ობოლაძემ და ცირიკაშვილმა გაიტანეს. ცხინვალი II 2-2 გაგრა II | ღია ლიგა – I

05/04/2018
გაგრა 2 ღია ლიგაში იასპარეზებს, მიზანი პირველობა!

მიხეილ მესხის (უმცროსის) სახელობის გათამაშება სტარტს 10 აპრილს აიღებს და რეგიონლიგის საგზურისთვის ბრძოლაში 9 გუნდი ჩაერთვება. მათ შორისაა ახლადშექმნილი “გაგრა 2”-იც, რომელსაც პირველივე წელს მაღალი მიზნები აქვს და ამხანაგური მატჩებიდან გამომდინარე მთავარ ფავორიტადაც ითვლება. მხოლოდ ბოლოს ჩატარებული ამხანაგური მატჩი რომ ავიღოთ, გაგრამ ზედალიგელი დინამო სოხუმი, ანგარიშით 7-0 გაანადგურა. “გაგრა 2” მეტოქე გუნდებს მუხრანში მდებარე ბაზაზე

04/04/2018
გაგრა და ვიტ ჯორჯია დაუმარცხებელ სერიას აგრძელებენ!

დღეს, მცხეთა პარკზე ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც ვიტ ჯორჯია გაგრას მასპინძლობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ დასრულდა. 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილშიც I-II ადგილებზე იმყოფებიან, ვიტ ჯორჯიას 11, გაგრას კი 9 ქულა აქვს. ვიტ ჯორჯია 0-0 გაგრა | ეროვნული ლიგა 2 ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი,

30/03/2018
ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტური დასრულდა!

დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის მატჩები. ტური უხვგოლიანობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ოთხ შეხვედრაში თითო-თითო გოლი გავიდა, სულ კი ხუთ თამაშში 8 გოლი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გოლების ნაკლებობისა, ტურის არც ერთი შეხვედრა დასრულებულა მშრალი ანგარიშით. ტური 29 მარტს, გაგრასა და ნორჩი დინამოს დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა

29/03/2018
გაგრამ ნორჩი დინამო დაამარცხა!

დღეს, 29 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში გაგრამ ნორჩ დინამოს უმასპინძლა და ნუგო სპანდერაშვილის მიერ 86-ე წუთზე გოლით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. გაგრა 1-0 ნორჩი დინამო | ეროვნული ლიგა 2 – IV ტური გოლი: 86′ ნუგზარ სპანდერაშვილი (რატი ცაცკრიალაშვილი) გაგრა: ვადიმ შევჩუკი, ავთანდილ ბრაჭული, ევჰენი ზახარჩენკო, გიგა სამხარაძე, რატი ცაცკრიალაშვილი (კ), ივანე ხაბელაშვილი,

27/03/2018
გაგრა – ნორჩი დინამო | ანონსი და დაპირისპირებების ისტორია

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში გაგრელები, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ნორჩ დინამოს უმასპინძლებენ. მიმდინარე სეზონში, გაგრას, ერთი მოგებითა და ორი ფრით 5 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო ნორჩ დინამოს ერთი მოგებისა და ორი მარცხის შემდეგ 3 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა. გაგრას სრული უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში. აღნიშნული გუნდები ოფიციალურად ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ,

25/03/2018
დინამო თბილისი 3-1 გაგრა | ამხანაგური მატჩი

დღეს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა დიღომში მდებარე დინამოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა არჩილ ტეტუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შეხვედრა კი შავი სამკლაურებით ჩაატარეს. მატჩის მე-4 წუთზე საკუთარ საჯარიმოში გიგა სამხარაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და გაგრელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ნიკა ძალამიძემ გოლად აქცია. მალევე, მე-9

20/03/2018
გოგიტა გოგატიშვილი მე-3 ტურის სიმბოლურში!

სპორტ-ექსპრესის ვერსიით, ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გოგიტა გოგატიშვილი მოხვდა. გოგიტა თელავის წინააღმდეგ მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო, 70-ე წუთზე კი თელაველთა კარის აღება მოახერხა, რითაც გაგრას ქულა მოუპოვა.

19/03/2018
გაგრა ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში შესვენებაა.  მიმდინარე პაუზის დროს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩს თბილისის დინამოსთან გამართავს.

17/03/2018
გაგრამ თელავიდან ქულა წამოიღო

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრა გაგრამ თელავში, ადგილობრივ “თელავთან” გამართა და მეტოქეს ფრეზე დაშორდა. შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, თელაველთა არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ გონსალესმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა, თუმცა ვადიმ შევჩუკმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია მეტოქის გასროლა. გაგრელებმა მალევე, მე-10 წუთზე უპასუხეს მეტოქეს, როდესაც ივანე ხაბელაშვილმა გამჭოლი პასით ერთი-ერთზე დატოვა ლევან