GAGRA NOW
  1. გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)
  2. 19-წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის საგზური მოიპოვა!
  3. 15-წლამდე გაგრელებს ოქროს ლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ…
  4. 19-წლამდელებიც ბოლო ტურში ეცდებიან ოქროს ლიგის საგზურის განაღდებას!
  5. ბოლო ტურში ოქროს ლიგის საგზურისთვის!

ისტორია

10479042_716037378516216_5516603382013513347_n
12115682_865273746925911_700830374250463834_n
12227168_865273616925924_7731979500403819871_n
გაგრა
10906572_713762175410403_3147792841643889939_n
11896078_826826174104002_122321724155892605_n
11224161_826826300770656_903953184557390253_n
15941114_1367217073349506_151310644928134010_n

2004 - დაარსება

საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბესო ჩიხრაძემ და მისმა ბიძაშვილმა, გოდერძი ჩიხრაძემ გადაწყვიტეს. 2003-04 წლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ჭაბუკთა ლიგის გათამაშება, რომლის გამარჯვებულ, 1985-86 წლებში დაბადებულ მოზარდთა გუნდს შემდგომში “გაგრა” ეწოდა. კლუბის პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე გაგრელია და მისთვის ამ სახელს განსაკუთრებული ხიბლი და მნიშვნელობა აქვს.

2008 - უმაღლეს ლიგაში აღზევება

პირველ ლიგაში “გაგრა” მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში ხვდებოდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს ფლეი-ოფში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა, 2008 წელს – ცხინვალის “სპარტაკთან”.

2008 წლის 31 მაისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობამ უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელის, პირველი ლიგის გამარჯვებულის ჭიათურის “მაღაროელის” საკითხი განიხილა და რადგან იმერულმა კლუბმა ლიცენზირების კრიტერუმები ვერ დააკმაყოფილა და ვერც ფინანსური გარანტიები წარადგინა, 2008/09 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა და მის ნაცვლად საუმაღლესო ლიცენზიის მქონე “გაგრა” დაუშვა.

2010/2011 - პირველი დიდი წარმატება

2010-11 წლების სეზონი “გაგრასთვის” ყოველმხრივ გამორჩეული გახლდათ: გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ასეთი წარმატებული სეზონი გუნდს მისი დაარსების დღიდან არ ჰქონია და რა გასაკვირია, რომ წლის აღმოჩენად ჟურნალისტებმა სწორედ “გაგრა” დაასახელეს.

რაც მთავარია, გუნდის წარმატება შემთხვევითობად არავის მიუჩნევია. გუნდმა თასის გათამაშებაში ლამაზ, შემტევ სტილში დაამარცხა ფოთის “კოლხეთი”, თბილისის “დინამო”, ნახევარფინალიდან “ვიტ ჯორჯია” გამოაგდო, ფინალში კი ქუთაისის “ტორპედოს” სძლია.

2011 - დებიუტი ევროასპარეზზე

2011 წელი “გაგრასთვის” მართლაც განსაკუთრებული იყო: გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს თასიც დაისაკუთრა და ახალგაზრდულ გუნდს ევროტურნირებზე დებიუტიც ჰქონდა, სადაც მისსავით ლტოლვილ “ანოირთოსისს” შეხვდა.

პირველი შეხვედრა გაგრელებმა სტუმრად, ანგარიშით 3-0 დათმეს, თუმცა თავი არ შეურცხვენიათ და განცდილი მძიმე მარცხის მიუხედავად, ზესტაფონში გიორგი გაბედავასა და გიორგი ტყეშელაშვილის გოლებით, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს მეტოქე.

2017 - პირველი ზამთრის თასი გაგრაში გაემგზავრა

მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა 2017 წელიც, მიუხედავად იმისა, რომ გაგრამ ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პირველი ზამთრის თასის გამარჯვებული. გაგრელებმა ტურნირზე 5 ჩატარებული შეხვედრიდან 5-ვე მოიგეს და თასს დაეუფლნენ.