ხვალ, 18 მარტს ჭაბუკთა ლიგის სამივე ასაკობრივი გუნდი ითამაშებს. 19-წლამდე გაგრელები თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებენ. გაგრა სატურნირო ცხრილში ოთხი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, 7 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ხოლო ლოკომოტივს 2-დან 2 გამარჯვებით 6 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს. შეხვედრა თემქაზე მდებარე სტადიონ შატილზე, 14:00 საათზე დაიწყება.

15 და 17-წლამდე გუნდები მცხეთას ეწვევიან და ვიტ-ჯორჯიას თანატოლთა გუნდებს დაუპირისპირდებიან.

15-წლამდე გუნდების შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. გაგრამ სამი შეხვედრიდან ორში, ცხინვალთან და თბილისის დინამოსთან გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთში, თბილისის სფფ აკადემიასთან დამარცხდა, შესაბამისად 6 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, მათ ორი შეხვედრა გამართეს, აქედან ერთში დამარცხდნენ, ერთიც ფრედ ითამაშეს, 1 ქულა მოაგროვეს და ბოლოს წინა, მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

17-წლამდე გუნდების შეხვედრა კი 15-წლამდელთა დაპირისპირების დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება. გაგრას 17-წლამდე გუნს მძიმე სტარტი გამოუვიდა. პირველ ტურში ისინი თბილისის ლოკომოტივთან სტუმრად, მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 3-2 დამარცხდნენ. მე-2 და მე-3 ტურებში კი ჯერ გორთან, შემდეგ კი ცხინვალთან ფრედ ითამაშეს და 2 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, მათ 4 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ, თუმცა გაგრელები გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხილში მათ გადასწრებას შეძლებენ.