GAGRA NOW
  1. გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)
  2. 19-წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის საგზური მოიპოვა!
  3. 15-წლამდე გაგრელებს ოქროს ლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ…
  4. 19-წლამდელებიც ბოლო ტურში ეცდებიან ოქროს ლიგის საგზურის განაღდებას!
  5. ბოლო ტურში ოქროს ლიგის საგზურისთვის!

სიახლეები

27/05/2018
გაგრამ ნორჩ დინამოს ორჯერ გაუთანაბრა, თუმცა მაინც დამარცხდა… (ფოტო/ვიდეო)

ეროვნული ლიგა 2-ის XIII ტურის მატჩში გაგრა სტუმრად ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა 24 მაისს, 17:00 საათზე, თემქაზე მდებარე სტადიონ “შატილზე” გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ჯერ ნორჩი დინამოს საუკეთესო ბომბარდირი, იაგო დეისაძე ცდილობდა შორეული დარტყმით მეტოქის კარის აღებას, თუმცა ვადიმ შევჩუკმა

18/05/2018
გაგრამ თელავთან ქულები გაიყო…

გაგრა 1-1 თელავი გოლები: 9′ რატი ცაცკრიალაშვილი, 84′ გიორგი ნიქაბაძე გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი (სულთანიშვილი), პაპავა (კ) (სპანდერაშვილი), ლომსაძე (გაბრიჩიძე), სოფრომაძე, კაკიაშვილი, კილაძე სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, გაბრიჩიძე, გოგატიშვილი, სპანდერაშვილი, სულთანიშვილი მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე თელავი: სანიკიძე, თოლორდავა (კ), მარაქველიძე, ნოზაძე (მ. ბაშალეიშვილი), მურველაშვილი (იოსელიანი), ჯიქია, ლენა (რუხაძე), გოგოლიძე,

16/05/2018
20-წლამდელების გამარჯვება აზერბაიჯანში

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად აზერბაიჯანთან და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ბაქოში, “დალგა არენაზე” გაიმართა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს დაწინაურება, თუმცა ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ჯერ საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში დავით მუჯირმა, მერე კი კაპიტანმა დავით სამურკასოვმა შეასრულა საგოლე თავური. დაპირისპირებაში მონაწილეობა ორმა გაგრელმა, ლევან ისიანმა და ნუგზარ სპანდერაშვილმა

12/05/2018
გაგრამ სამგურალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტური მარტვილში, სამგურალისა და გაგრას დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და გუნდები აქტიურად უტევდნენ ერთმანეთს. პირველი ნახევრის მიწურულს გაგრელები გააქტიურდნენ და 39-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გიგა სამხარაძის მიერ მარცხენა ფლანგიდან დაწყებულ შეტევაში თამაზ ლომსაძე ჩაერთო, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და ტექნიკური გადაცემით ბურთი კვლავ გაგრელთა მარჯვენა მცველს დაუბრუნა. ამ უკანასკნელის

02/05/2018
ლუკა ტორონჯაძე უეფას განვითარების თასის ტურნირის განაცხადშია!

დღეს სტარტი აიღო უეფას განვითარების თასის ტურნირმა 16-წლამდე ნაკრებებს შორის, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 4 ქვეყნის, საქართველოს, რუმინეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის 16-წლამდე ნაკრები გუნდები იღებენ. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში, გაგრას 19-წლამდე გუნდის ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე ირიცხება. საქართველოს ნაკრები ტურნირში დღეს ჩაერთვება და მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ყაზახეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. 2

02/05/2018
გაგრა – მერანი | ურთიერთშეხვედრების ისტორია და ანონსი

ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრე გაგრამ მე-2 პოზიციაზე დაასრულა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. 9 ტურის შემდეგ გათამაშებას 18 ქულით ვიტ ჯორჯია ლიდერობს, გაგრას 16 ქულა აქვს და მეორეა, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი 15-15 ქულით ნორჩი დინამო და ბათუმის დინამო იყოფენ. მეორე წრის პირველ შეხვედრაში გაგრელები მერანს უმასპინძლებენ. გუნდები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს ოფიციალურად 11-ჯერ დაუპირისპირდნენ.

23/04/2018
თევდორე თელია 15-წლამდე ნაკრებთან ერთად თურქეთშია…

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები თურქეთშია და დღეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი ანტალიაში თურქეთის 15-წლამდე ნაკრებს შეხვდება. ტურნირში ამ ორი გუნდის გარდა კიდევ აზერბაიჯანის 15-წლამდე და თურქეთის 14-წლამდე ნაკრებები მონაწილეობენ. მეორე ტურში ქართველები 25 აპრილს აზერბაიჯანს შეხვდებიან, 27 აპრილს კი – თურქეთის 14-წლამდე ნაკრებს. ნაკრებთან ერთად იმყოფება გაგრას 15-წლამდე გუნდის წევრი თევდორე

22/04/2018
მე-7 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა…

ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტური დასრულდა. აღნიშნულ ტურში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩები ვიხილეთ. ტური 20 აპრილს, ქუთაისში, შუქურასა და გაგრას დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა ქობულეთელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე, ელგუჯა ლობჯანიძის გადაცემით გიორგი ივანიაძემ შუქურა დააწინაურა. მალევე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი მიეცათ მასპინძლებს, როდესაც ევგენი ზახარჩენჯომ საჯარიმოში იუხეშა და გაგრელთა კარისკენ თერთმეტმეტრიანი

20/04/2018
გაგრამ შუქურა დაამარცხა!

დღეს, 20 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ქობულეთის შუქურამ გაგრას უმასპინძლა. შეხვედრა ქობულეთელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე, ელგუჯა ლობჯანიძის გადაცემით გიორგი ივანიაძემ შუქურა დააწინაურა. მალევე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი მიეცათ მასპინძლებს, როდესაც ევგენი ზახარჩენჯომ საჯარიმოში იუხეშა და გაგრელთა კარისკენ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა გიორგი ჩელებაძემ პენალტი გააცუდა. ზუსტად 2 წუთში, 21-ე წუთზე ქობულეთელებმა,

16/04/2018
მე-6 ტური დასრულდა, გაგრა კვლავ მესამე ადგილზეა!

დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურის მატჩები. შეხვედრები 13, 14 და 15 აპრილს გაიმართა. ტურის პირველ დღეს სამი შეხვედრა, მცხეთაში, მარტვილსა და თელავში გაიმართა. მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიამ ქობულეთის შუქურას, თელავის გივი ჩოხელზე, ადგილობრივმა თელავმა შევარდენს, ხოლო მარტვილში მერანმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. თელავსა და მცხეთაში გამართული შეხვედრები ფრედ, 0-0, ხოლო მარტვილში 2-2 დასრულდა. გაგრელებმა მე-6