
დღეს, 1-ელ აპრილს, ჭაბუკთა ლიგის კალენდარული მატჩი გაგრას ორმა ასაკობრივმა გუნდმა ითამაშა. 15-წლამდე გაგრელებმა საგურამოში, ლოკომოტივის თანატოლთა გუნდი, ანგარიშით 1-0 დაამარცხეს, ხოლო 17-წლამდე გაგრელები გორის დილას დაუხვდნენ და 3-0 დამარცხდნენ. სათამაშო დღე თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე დაიწყო, სადაც გაგრას 17-წლამდე გუნდი გორის დილას მასპინძლობდა. წინა ტურის მატჩის მსგავსად, გაგრელებს მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა