GAGRA NOW
  1. თევდორე თელია 15-წლამდე ნაკრებთან ერთად თურქეთშია…
  2. მე-7 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა…
  3. ჭაბუკთა ლიგა: დაპირისპირება პირველი ადგილისთვის!
  4. გაგრამ შუქურა დაამარცხა!
  5. შუქურა – გაგრა | პირდაპირი რეპორტაჟი

აკადემია

23/04/2018
თევდორე თელია 15-წლამდე ნაკრებთან ერთად თურქეთშია…

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები თურქეთშია და დღეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი ანტალიაში თურქეთის 15-წლამდე ნაკრებს შეხვდება. ტურნირში ამ ორი გუნდის გარდა კიდევ აზერბაიჯანის 15-წლამდე და თურქეთის 14-წლამდე ნაკრებები მონაწილეობენ. მეორე ტურში ქართველები 25 აპრილს აზერბაიჯანს შეხვდებიან, 27 აპრილს კი – თურქეთის 14-წლამდე ნაკრებს. ნაკრებთან ერთად იმყოფება გაგრას 15-წლამდე გუნდის წევრი თევდორე

21/04/2018
ჭაბუკთა ლიგა: დაპირისპირება პირველი ადგილისთვის!

დღეს, 21 აპრილს, 15-წლამდე ჭაბუკთა ლიგის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, შრომით რეზერვებზე გაიმართება, რომელშიც მეორეადგილოსანი გაგრა, გათამაშების ლიდერ თბილისის სფფ აკადემიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. თბილისში, სტადიონ შატილზე უმასპინძლებს მეტოქეს 17-წლამდე გუნდიც. გაგრელები ცხინვალელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. 6 ტურის შემდეგ, გაგრას 2 ქულა აქვს, ცხინვალს კი 3. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. ხვალ, 22 აპრილს გაიმართება 19-წლამდე

12/04/2018
ფავორიტების ფრე და 14-წლამდელთა გამარჯვება!

დღეს, 12 მარტს ღია ლიგისა და 2004 წელს დაბადებულთა ელიტ ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. სათამაშო დღე 09:30 საათზე, ავაზას სტადიონზე, ღია ლიგის ფავორიტების, “გაგრა 2”-ისა და “ცხინვალი 2” ის დაპირისპირებით დაიწყო და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან გოლები ობოლაძემ და ცირიკაშვილმა გაიტანეს. ცხინვალი II 2-2 გაგრა II | ღია ლიგა – I

08/04/2018
ლუკა ტორონჯაძე 16-წლამდე ნაკრებში!

3 აპრილიდან საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშების შემდეგ, 9 აპრილს ზვიად ჯელაძის გუნდი სტამბულში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს თურქეთის 16-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრები 10 და 12 აპრილს გაიმართება. მთავარ მწვრთნელს სტამბულში 19 ფეხბურთელი მიჰყავს: მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია); მცველები: საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ზურაბ ერაძე (დინამო

01/04/2018
15-წლამდელთა გამარჯვება და 17-წლამდელთა მარცხი ლიდერებთან…

დღეს, 1-ელ აპრილს, ჭაბუკთა ლიგის კალენდარული მატჩი გაგრას ორმა ასაკობრივმა გუნდმა ითამაშა. 15-წლამდე გაგრელებმა საგურამოში, ლოკომოტივის თანატოლთა გუნდი, ანგარიშით 1-0 დაამარცხეს, ხოლო 17-წლამდე გაგრელები გორის დილას დაუხვდნენ და 3-0 დამარცხდნენ. სათამაშო დღე თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე დაიწყო, სადაც გაგრას 17-წლამდე გუნდი გორის დილას მასპინძლობდა. წინა ტურის მატჩის მსგავსად, გაგრელებს მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა

01/04/2018
საგურამოს გავლით ოქროს ლიგისკენ!

დღეს, 1-ელ აპრილს, 15 და 17-წლამდე ჭაბუკთა ლიგის შეხვედრები გაიმართება. 15-წლამდე გუნდი საგურამოს ეწვევა და ლოკომოტივს დაუპირისპირდება. 15-წლამდე ლიგის “ბ” ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა და 12 ქულით გაგრასთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ლოკომოტივია. შეხვედრა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე, 13:00 საათზე დაიწყება. გათამაშების ლიდერს დაუპირისპირდება 17-წლამდე გუნდი, რომელიც თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე გორის დილას უმასპინძლებს. გორელებს მშვენიერი სტარტი ქონდათ,

25/03/2018
გაგრასა და ვიტ ჯორჯიას 19-წლამდე გუნდებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

19-წლამდე ლიგის მე-5 ტურის მატჩი, გაგრასა და ვიტ ჯორჯიას შორის ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, მეტრეველი, ბერიძე, მუშკუდიანი, მოგელაძე, ქსოვრელი, აბდუშელიშვილი, ჩადუნელი, ქალიაშვილი, მუსელიანი, ხულორდავა სათადარიგო: მეგენეიშვილი, ლეშკაშელი, კოტოიანი, დოლაშვილი, ტყეშელაშვილი, ყურაშვილი მთ. მწვრთნელი: გოჩა ერაძე გაგრა: ანდრიაძე, კარანაძე, ლაცაბიძე, კასრელიშვილი, არჩუაძე, ზარანდია, ობოლაძე, კაკაბაძე, სპანდერაშვილი, რობაქიძე, მძევაშვილი სათადარიგო: გაბუნია, ალადაშვილი, მახარაძე, ტერელაძე,

23/03/2018
19-წლამდელები ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდებიან

ხვალ, 24 თებერვალს გაგრას 19-წლამდე გუნდი, ჭაბუკთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. შეხვედრა მცხეთა პარკზე, 15:00 საათზე დაიწყება. 5 ტურის შემდეგ გაგრა 7 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, ვიტ ჯორჯია კი უშუალო კონკურენტია, 4 შეხვედრაში 6 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.

18/03/2018
დღეს ჭაბუკთა ლიგის სამივე ასაკობრივმა გუნდმა ითამაშა

დღეს, 18 მარტს ჭაბუკთა ლიგის შეხვედრები გაიმართა. სათამაშო დღე გაგრელებმა მცხეთაში, მცხეთა პარკზე დაიწყეს. 15-წლამდე გუნდი ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გაგრელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. გაგრელთაგან გოლები თევდორე თელიამ, ლექსო ბუთხუზმა და თორნიკე დუნდუამ გაიტანეს. ვიტ ჯორჯია 0 – 3 გაგრა | 15-წლამდე ლიგა გოლები: 5′ თელია, 19′

17/03/2018
ხვალ ჭაბუკთა ლიგის მატჩებია!

ხვალ, 18 მარტს ჭაბუკთა ლიგის სამივე ასაკობრივი გუნდი ითამაშებს. 19-წლამდე გაგრელები თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებენ. გაგრა სატურნირო ცხრილში ოთხი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, 7 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ხოლო ლოკომოტივს 2-დან 2 გამარჯვებით 6 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს. შეხვედრა თემქაზე მდებარე სტადიონ შატილზე, 14:00 საათზე დაიწყება. 15 და 17-წლამდე გუნდები მცხეთას ეწვევიან და ვიტ-ჯორჯიას თანატოლთა გუნდებს