GAGRA NOW
  1. გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია
  2. გაიცანით იაკობ იაძე, 15-წლამდე გუნდის კაპიტანი…
  3. გიორგი ივანიაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს…
  4. გაგრა ფინალშია!
  5. გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია

15/11/2018
გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია

ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში, გაგრამ, დავით პეტრიაშვილი არენაზე მეორეადგილოსან ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ გაგრელებს 5 წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, შეხვედრა მათი სრული უპირატესობით წარიმართა. უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად გაგრელებმა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და ქულას დასჯერდნენ. გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი (C), კასრელიშვილი, თ. გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი, პაპავა, მათიაშვილი, გ. გაფრინდაშვილი,

10/11/2018
გაიცანით იაკობ იაძე, 15-წლამდე გუნდის კაპიტანი…

სახელი/გვარი: იაკობ იაძე ასაკი: 15 წლის ამპლუა: განაპირა ნახევარმცველი სიმაღლე: 180 სმ წონა: 62 კგ ასაკობრივი გუნდი: 15-წლამდე გაგრაშია: 2017 წლიდან რატომ ფეხბურთი? პატარაობიდანვე მიყვარს ფეხბურთი, სიარულიც ბურთთან ერთად დავიწყე და ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი მასთან კონტაქტით. ჩემი ოცნება იყო და არის გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი. სად დაიწყე თამაში და ვინ იყო პირველი მწვრთნელი? თამაში დავიწყე საბერძნეთში,

08/11/2018
გიორგი ივანიაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს…

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრებას იწყებს. 14-20 ნოემბერს გიორგი მიქაძის გუნდი თბილისში ისრაელის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოიყენებს, მათ შორისაა გაგრელი შემტევი გიორგი ივანიაძეც: მეკარეები დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ) მცველები ბექა

08/11/2018
გაგრა ფინალშია!

გაგრამ ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის დინამოს უმასპინძლა და 106-ე წუთზე, ვაჟა მათიაშვილის მიერ გატანილი გოლით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ისტორიაში მეორედ, გაგრა საქართველოს თასის ფინალში იასპარეზებს, კვლავ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლის სტატუსით. მეტოქე კვლავ ქუთაისის ტორპედოა, რომელიც გაგრამ, 2011 წელს, სევასტი თოდუას მიერ 115-ე წუთზე, საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო. გაგრა 1-0 დინამო თბილისი გოლი: 105+1′