GAGRA NOW
  1. გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია
  2. გაიცანით იაკობ იაძე, 15-წლამდე გუნდის კაპიტანი…
  3. გიორგი ივანიაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს…
  4. გაგრა ფინალშია!
  5. გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

29/10/2018
გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

ხვალ, 30 ოქტომბერს გაგრა ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურის შეხვედრაში თელავს უმასპინძლებს. ისტორიაში გუნდები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამივე შეხვედრა მიმდინარე სეზონში შედგა და იდენტური ანგარიშით, 1-1 დასრულდა. პირველად ეს გუნდები მესამე ტურში, თელავის გივი ჩოხელზე შეხვდნენ. თელაველები გიორგი ნიქაბაძემ, 22-ე წუთზე დააწინაურა, მის გოლს კი 70-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.