GAGRA NOW
  1. გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია
  2. გაიცანით იაკობ იაძე, 15-წლამდე გუნდის კაპიტანი…
  3. გიორგი ივანიაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს…
  4. გაგრა ფინალშია!
  5. გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

22/10/2018
17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქეები დანია, რუსეთი და ესტონეთი იქნებიან. ჯგუფის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს, 27-ში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს. ნაკრების განაცხადში ორი გაგრელი, მცველი ნიკა კოკაია და ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე მოხვდა.