GAGRA NOW
  1. 17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია
  2. 19-წლამდე გაგრელები სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ…
  3. 17-წლამდელებმა წაუგებელი მატჩების სერია 12-მდე გაზარდეს…
  4. პოკერი
  5. გაგრა-მერანი | პრევიუ

რატი ცაცკრიალაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

15/09/2018
რატი ცაცკრიალაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

რატი ცაცკრიალაშვილი: „ბოლო თამაშებში ისე აეწყო, რომ გოლი არ გამიტანია და მოხარული ვარ, რომ დღეს ნავსი გატყდა. სტიმულიც მეტი მქონდა და ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციებიც გამოგვივიდა. პირველი გოლი, როცა საგოლე გადაცემა შევასრულე, სწორედ ვარჯიშზე დამუშავებული სტანდარტი იყო. კუთხურიდან გავათამაშეთ ბურთი, საჯარიმო მოედანში კილაძე შევნიშნე კარგ პოზიციაში, გადაცემა გავუკეთე და მანაც ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც ასევე დამუშავებული

15/09/2018
დენის ხომუტოვის ცხინვალთან მატჩისშემდგომი კომენტარი

დენის ხომუტოვი (გაგრას მთავარი მწვრთნელი): „2-კვირიანი შესვენება აშკარად გამოგვადგა. სიტუაციის გაანალიზებაც მოვასწარით, დასვენებაც და მობილიზებაც. ამასთან, ძალიან კარგი სპარინგი გვქონდა თბილისის „დინამოსთან“, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ დაგვენახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ შეტევაში უფრო აგრესიულად ეთამაშათ, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით. გატანილი გოლები შემთხვევითი არ იყო, ის დამუშავებული კომბინაციების შედეგია.

15/09/2018
გაგრამ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების 24-ე ტურის შეხვედრაში „გაგრამ“ „ცხინვალი“ დაამარცხა და რაკი ბათუმში „დინამომ“ „ნორჩ დინამოელს“ 4:0 მოუგო, გაგრელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. ცხინვალელებთან თამაში იოლი არ იყო. შიდა ქართლელები გასავარდნ ზონაში არიან და ამიტომ მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს. შესაბამისად, „ცხინვალმა“ თამაში აქტიურად დაიწყო, ბევრს მოძრაობდა, მაგრამ „გაგრას“ კარის დასალაშქრად ოსტატობა არ