GAGRA NOW
  1. გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია
  2. გაიცანით იაკობ იაძე, 15-წლამდე გუნდის კაპიტანი…
  3. გიორგი ივანიაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს…
  4. გაგრა ფინალშია!
  5. გაგრა თელავს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დახვდება…

დენის ხომუტოვი: „ეს ქულა ბიჭებს თავდაჯერებულობას შეჰმატებს“

29/09/2018
დენის ხომუტოვი: „ეს ქულა ბიჭებს თავდაჯერებულობას შეჰმატებს“

წლევანდელ სეზონში „გაგრა“ მესამედ შეხვდა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ და 4 ქულა აართვა. ეს კი, არცთუ ისე იოლი საქმეა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართულ მატჩს გაგრელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხების შემდეგ, გუნდს რეაბილიტაცია სჭირდებოდა. ბათუმის „დინამო“ ყველაზე უფრო ახლოს არის ეროვნულ ლიგაში აღზევებასთან. გია გეგუჩაძის გუნდი ორგანიზებულ და შემტევ ფეხბურთს ქადაგებს. ამიტომ

25/09/2018
გაგრა ლანჩხუთში დამარცხდა…

ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაამარცხა მეტოქე – 3:1. ამ გმარჯვებით ქობულეთელებმა სატურნირო მდგომარეობა კი გამოისწორეს, მაგრამ „გაგრას“ უკიდურესად გაურთულეს საქმე. თამაში ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ფეხბურთელებს გამარჯვების მისაღწევად ძალა არ დაუზოგავთ. „გაგრა“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს აკლდა ჩამშლელი ტიპის საყრდენი ნახევარმცველი კაკიაშვილი და

20/09/2018
„გაგრა“ მეოთხედფინალშია!

საფეხბურთო კლუბმა „გაგრა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში, მცხეთაში 2:1 დაამარცხა ვიტ ჯორჯია 2 და დამსახურებულად მოიპოვა ჩვენი ქვეყნის თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური. თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა და ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდა. გაგრელებმა 15 სექტემბერს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „ცხინვალი“ დაამარცხეს, დღეს სათასო შეხვედრა იყო, ხოლო 24 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ ქობულეთის „შუქურას“

15/09/2018
რატი ცაცკრიალაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

რატი ცაცკრიალაშვილი: „ბოლო თამაშებში ისე აეწყო, რომ გოლი არ გამიტანია და მოხარული ვარ, რომ დღეს ნავსი გატყდა. სტიმულიც მეტი მქონდა და ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციებიც გამოგვივიდა. პირველი გოლი, როცა საგოლე გადაცემა შევასრულე, სწორედ ვარჯიშზე დამუშავებული სტანდარტი იყო. კუთხურიდან გავათამაშეთ ბურთი, საჯარიმო მოედანში კილაძე შევნიშნე კარგ პოზიციაში, გადაცემა გავუკეთე და მანაც ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც ასევე დამუშავებული

15/09/2018
დენის ხომუტოვის ცხინვალთან მატჩისშემდგომი კომენტარი

დენის ხომუტოვი (გაგრას მთავარი მწვრთნელი): „2-კვირიანი შესვენება აშკარად გამოგვადგა. სიტუაციის გაანალიზებაც მოვასწარით, დასვენებაც და მობილიზებაც. ამასთან, ძალიან კარგი სპარინგი გვქონდა თბილისის „დინამოსთან“, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ დაგვენახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ შეტევაში უფრო აგრესიულად ეთამაშათ, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით. გატანილი გოლები შემთხვევითი არ იყო, ის დამუშავებული კომბინაციების შედეგია.

15/09/2018
გაგრამ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების 24-ე ტურის შეხვედრაში „გაგრამ“ „ცხინვალი“ დაამარცხა და რაკი ბათუმში „დინამომ“ „ნორჩ დინამოელს“ 4:0 მოუგო, გაგრელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. ცხინვალელებთან თამაში იოლი არ იყო. შიდა ქართლელები გასავარდნ ზონაში არიან და ამიტომ მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს. შესაბამისად, „ცხინვალმა“ თამაში აქტიურად დაიწყო, ბევრს მოძრაობდა, მაგრამ „გაგრას“ კარის დასალაშქრად ოსტატობა არ

08/09/2018
გაგრელებმა თბილისის დინამო დაამარცხეს!

ვიდრე ევროპაში სანაკრებო ბატალიები მძვინვარებს, საფეხბურთო კლუბებმა თბილისის „დინამომ“ და „გაგრამ“ გადაწყვიტეს ამხანაგურ შეხვედრაში მოესინჯათ ძალები. მატჩი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და შეიძლება ითქვას, ორივე კლუბისთვის სასარგებლო გამოდგა. „დინამოსაც“ და „გაგრასაც“ 15 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელით. დინამოელები ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩემპიონატის დასკვნით ტურში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან, გაგრელებისთვის კი ეროვნულ ლიგა 2-ში ყოველ

04/09/2018
15-წლამდე გუნდს ბრწყინვალე ქამბექამდე სულ ცოტა დააკლდა…

პირველი ნახევრის, 2-0 მარცხის შემდეგ გაგრელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს, მეორე ნახევარში მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და უკვე მე-60 წუთისთვის ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა კიდევ ბევრი მომენტის მიუხედავად გამარჯვების გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრაც ფრედ, 2-2 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან პირველი გოლი მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა შოთა ჯაშაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მისთვის გაგრაში ეს სადებიუტო მატჩი

01/09/2018
გიორგი ივანიაძე 19-წლამდე ნაკრებში!

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. გიორგი მიქაძის გუნდი ამჯერად სტუმრად ბოსნიას გაეჯიბრება. შეხვედრები 5 და 7 სექტემბერს გაიმართება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც შეკრებაზე უხმობს: მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ); მცველები: ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ),