GAGRA NOW
  1. გაგრამ სამგურალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
  2. გაგრა მარტვილში მატჩის მიწურულს გაშვებული გოლებით დამარცხდა…
  3. ლუკა ტორონჯაძე 17-წლამდე ნაკრებში!
  4. გიორგი ივანიაძის კომენტარი მერანთან მატჩის წინ…
  5. გაგრა ბათუმში დამარცხდა…

19-წლამდე გაგრელებიც ცხრილის სათავეში

10/03/2018
19-წლამდე გაგრელებიც ცხრილის სათავეში

დღეს, 10 მარტს გაგრას 19-წლამდე გუნდმა ჭაბუკთა ლიგის მე-3 ტურის მატჩი გამართა, რომელშიც საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. პირველ ნახევარში საჩხერელები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ნახევარში გაგრელებმა თამაშზე სრული კონცენტრაცია მოახდინეს და ლუკა კაკაბაძის დუბლით შეხვედრის სათავისოდ შემობრუნება მოახერხეს. გაგრა: ანდრიაძე, ლაცაბიძე, კარანაძე, აბსანძე, არჩუაძე, ზარანდია, ხინჩიაშვილი, კაკაბაძე, რობაქიძე, მძევაშვილი, ტორონჯაძე სათადარიგო: გაბუნია, ტერელაძე, მახარაძე, კაკოიშვილი, ქობელაშვილი, ალადაშვილი

10/03/2018
გაგრამ პირველი სამი ქულა მოიპოვა

9 მარტს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა. გაგრამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და რატი ცაცკრიალაშვილის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მეტოქე, ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრის საწყის წუთებში წყალტუბოელები აქტიურობდნენ და გაგრელთა კარის დარაჯმა, ვადიმ შევჩუკმა ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, თუმცა ამის შემდეგ გაგრელები გააქტიურდნენ. ერთადერთი გოლი შეხვედრის 49-ე