• ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთსო მოთამაშე გამოვლინდა
  • რატი ცაცკრიალაშვილს კუთვნილი ჯილდო დავით მუჯირმა გადასცა

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ, გაგრას შემტევი და 12 გოლით, ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფი – რატი ცაცკრიალაშვილი დაასახელეს. 25 წლის ფებურთელს ჯილდო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – დავით მუჯირმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 12 გოლი რატიმ ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, ხოლო 5 საქართველოს თასზე გაიტანა 🔥

ფოტო: eliga.ge